კრედო ბანკი
„კრედო ბანკისთვის“ პრიორიტეტულია ტურისტული ბაზრის განვითარება და ამ სფეროში სტაბილურობის შენარჩუნება. ამ მიზნით ბანკმა ექსპერტების დახმარებით შეიმუშავა ტრენინგმოდული და ჩამოაყალიბა ბიზნესტრენინგი „მასპინძელი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტურისტულ სფეროში მომუშავე ადამიანებს ეხმარება საჭირო ინფორმაციის, პრაქტიკული ცოდნის და უნარ-ჩვევების სწავლა / განვითარება / გაზიარებაში. ამ ინიციატივის განსახორციელებლად „კრედო ბანკს“ ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ევროპულმა ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის (EFSE).
პროექტის ფარგლებში 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში 8 ტრენინგი ჩაუტარდათ ტურისტული საქმიანობით დაკავებულ პირების საქართველოს შემდეგ ტურისტულ ზონებში: ბაკურიანი, ბორჯომი, მესტია და ყაზბეგი. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 240-მა ადამიანმა. 2018 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 12 ტრენინგის ჩატარება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. 2019 წელს, გეგმის მიხედვით, ტრენინგები ჩატარდება საქართველოს ყველა რეგიონში.