ოპა
კომპანია „ოპპა“ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით აძლევს შესაძლებლობას სწრაფი ჩარიცხვის აპარატების დახმარებით მარტივად განახორციელონ სასურველი გადახდები. „ოპპასთვის“ მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მომხმარებელს აპარატებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. ამ მიზნით კომპანიამ 2015 წელს შეიმუშავა ინოვაციური პროექტი „სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ადაპტირება შშმ პირების საჭიროებებზე“. ამავე წელს შეიქმნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ესკიზი და დამზადდა შშმ პირების მოთხოვნებზე მორგებული, სტანდარტების შესაბამისი აპარატები.
2016 წლიდან ტერმინალები განთავსდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. კომპანია 2017 წლიდან მუდმივად აწვდის მომხმარებლებს ინფორმაციას ადაპტირებული ტერმინალების შესახებ. ადაპტირებული სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები ბაზარზე დაახლოებით სამი წელია განთავსდა. შედეგად, შშმ პირებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ 1000-მდე გადახდის სერვისით. ამგვარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გამოირჩევა ვიზუალურადაც, აქვთ შესაბამისი წარწერები, რაც ეხმარება მომხმარებელს გაარჩიონ სტანდარტული აპარატებისგან. პროექტის აქტუალობიდან და მოხმარებიდან გამომდინარე, კომპანია განიხილავს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას და ამ ტიპის ტერმინალების განახლებასა და დამატებას.
„ჩვენი კომპანიის ძირითადი ღირებულება ფინანსური ტექნოლოგიური ბაზრისთვის მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების შექმნა და შეთავაზებაა, რათა გახადოს მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი“. ლევან კირვალიძე გენერალური დირექტორი