საქართველოს ბანკი

პლატფორმის შექმნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდების დიდ ნაწილს არ გააჩნდა მდგრადობის და განვითარებისთვის აუცილებელი სისტემა-მექანიზმები; ქვეყანაში არ არსებობდა ყოველთვიური შემოწირულობების სქემები; სხვადასხვა ნივთის ადრესატამდე მიტანა მოითხოვდა შემწირველების დროსა და ენერგიას.

Donate.ge-ის მიზანია გაამარტივოს და მრავალფეროვანი გახადოს შემოწირულობის ფორმები და გაცემა-მიღების მექანიზმი. ფულად შემოწირულობებს ბანკი მთლიანად, საკომისიოს გარეშე, ურიცხავს 7 საქველმოქმედო ფონდს. მთლიანად დაფინანსებულია სხვადასხვა ნივთის მოსახლეობისგან შეგროვება და შემდეგ ბენეფიციარებისთვის განაწილება, რასაც სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახორციელებს „საქართველოს ბანკი“. სოციალური ვიდეორგოლებით და სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობით მოხდა პლატფორმის პოპულარიზება. Donate.ge-ის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მოსახლეობისგან შეგროვდა 44 000 ნივთი – ტანსაცმელი, ავეჯი, ტექნიკა და სხვა. ნივთები გაუნაწილდა 1400 ადამიანსა და ორგანზიაციას.

„ჩვენი მიზანია შევცვალოთ სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ და გვჯერა, რომ ერთიანი ძალებით მთელი საქართველოსთვის პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას შევძლებთ“. კახა კიკნაველიძე გენერალური დირექტორი