ჯიპიაი ჰოლდინგი

კამპანია დაიგეგმა 2018 წლის 8 აგვისტოსთვის. „ჯი-პი-აის“ სამოგზაურო დაზღვევის კომპანიის საიტზე შეძენისას მომხმარებლებს შესაბამის გრაფაში შეეძლოთ მოენიშნათ ფრაზა: „ვადასტურებ, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მზად ვარ, მსოფლიოს გავაგებინო ამის შესახებ“. თუ მონიშნავდნენ, საჩუქრად იღებდნენ ოკუპაციის თემაზე შექმნილ საპასპორტეს (ჯამში გაიცა 100 საპასპორტე). ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა და იმდენად დიდი გამოხმაურება გამოიწვია, რომ „ჯი-პი-აი ჰოლდინგმა“ კამპანია ერთი თვით გააგრძელა, ხოლო საპასპორტეები ანტიოკუპაციურ თემატიკაზე შექმნილი ჩანთებით ჩაანაცვლა.

კამპანიაში მონაწილეობა ჯამში 500-მდე ადამიანმა მიიღო. დასაჩუქრებულების მეშვეობით ოკუპაციის შესახებ გზავნილი სხვადასხვა ქვეყნის უამრავმა მოქალაქემ წაიკითხა და შეიტყო. აღსანიშნავია, რომ კამპანიაში ჩართვაზე მხოლოდ 2-მა ადამიანმა თქვა უარი. ამ კამპანიის შედეგი იყო კომპანიის თანამშრომლების ლოიალობის მატება და სამოგზაურო დაზღვევის გაყიდვების 50%-ით გაზარდა.