"ფეა თრიიზის“ ყოველწლიური სოციალური პროექტის შედეგად, რომელიც მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევას მოიცავს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებში პირის ღრუს მოვლისა და მკურნალობის შემაშფოთებლად დაბალი დონე გამოვლინდა.
“ეკოისტი” – “ჯიპიაი ჰოლდინგის” ლოიალობის პროგრამაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და ეკოქცევების პოპულარიზება.
კომპანია ,,დიოს“ კარგად აქვს გაცნობიერებული სოციალური პასუხისმგებლობა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვბის მიმართ და ცდილობს მხარში დაუდგეს მათ და მათ ოჯახებს.
საქართველოს დასაქმების ბაზარზე კვალიფიციური კადრების მოძიება პრობლემად რჩება. ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ სტუდენტები ხშირად ვერ ახერხებენ მიღებული ცოდნის რეალიზებისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
„დიოს” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტებს შორისაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა.
კორპორაციული მოხალისეობა “ემბისის” ხელმძღვანელობის პრიორიტეტია და შესაბამისად, კომპანია აქტიურად ეწევა თანამშრომელთა დროისა და ინტელექტუალური რესურსების ინვესტირებას pro bono მომსახურების მიწოდებაში.
კომპანია “ემბისის” სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ “ფინანსური მრჩეველის” მიზანია ადამიანებს ფინანსების სფეროში ის ცოდნა და უნარები შესძინოს, რაც დაეხმარება მათ პირადი ფინანსების მართვისას სწორად და ეფექტურად გამოიყენონ არსებული ფინანსური ინსტრუმენტები და რომელთა წყალობითაც არ აჰყვებიან თაღლითურ სქემებსა და ფინანსურ პირამიდებს, მათი ურთიერთობა ფინანსურ და საკრედიტო ორგანიზაციებთან კი იქნება გააზრებული და პასუხისმგებლობით აღსავსე.
საქართველოში რთულ ეკონომიკურ პირობებში ცხოვრება უამრავ ნიჭიერ ბავშვს უწევს. მათ არ აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, შეზღუდული აქვთ განვითარების შესაძლებლობები, მათზე არაფერი იცის საზოგადოებამ.თიბისიში გაჩნდა იდეა, რომ მნიშვნელოვანი კლიენტების საახალწლო საჩუქრების ბიუჯეტით, ასეთი ბავშვებისთვის შექმნილიყო სტიპენდიების პროგრამა.
წიგნის კლუბის პროექტს მედიასააგენტო „კლიპარტი“ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელშეწყობით 2018 წლის ოქტომბრიდან ახორციელებს.
კვალიფიციური კადრების პრობლემა საქართველოში თითქმის ყველა სფეროში მწვავედ დგას და ამ მხრივ გამონაკლისი არც მედიასივრცეა.
“ნექსია თიეიმ: 2019 წელი მნიშვნელოვანი CSR-ინიციატივით დაიწყო. პროექტის „ნექსია თიეი” – “თქვენი უფლებების დასაცავად“ ფარგლებში კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა ორგანიზაციებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საგადასახადო ჯარიმა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით დაეკისრათ.
საქართველოში ფერმერებს არ აქვთ საშუალება მიიღონ ცოდნა მეურნეობის მართვის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების შესახებ, რის გამოც მათი საქმიანობა ხშირად ხარვეზებით მიმდინარეობს და ვერ ვითარდება.
2014 წლიდან “საქართველოს ბანკი” საზოგადოების მხარდაჭერაზე ორიენტირებულ აქტივობებს ახორციელებს სამი ძირითადი მიმართულებით: განათლების ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2019 წლის აგვისტოში დაწყებული კამპანია „ტერაბანკმა“ შიდა ტურიზმის და #spendyoursummeringeorgia-ს ინიციატივის მხარდაჭერას მიუძღვნა.
ზაფხულის პერიოდში ტურიზმის ინდუსტრიის ხელშესაწყობად გამართულმა აქტიურმა საინფორმაციო კამპანიამ #spendyoursummeringeorgia უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა. თუმცა მალევე იჩინა თავი პრობლემამ: საოჯახო ტიპის სასტუმროების, ჰოსტელებისა თუ სხვა ტურისტული ბიზნესის მფლობელები ახალი გამოწვევის – ინგლისური ენის შესწავლის გადაუდებელი საჭიროების _ წინაშე დადგნენ.
„ფინკა ბანკის“ ფინანსური წიგნიერების ამაღლების პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, მათი გამოყენების სწავლება და ამავდროულად, საზოგადოებაში დაზოგვის კულტურის განვითარება. პროექტი 2016 წლიდან, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით, ხორციელდება.
კომპანია “ჯეპრამ” 2019 წლის გაზაფხულზე დააარსა ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია. პრემიის დაარსებით, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეეწყოს ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარებას, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვის სტიმულირებას, ხოლო მეორე მხრივ, გამოვლინდებიან ნიჭიერი სტუდენტები, მოხდება მათი ინოვაციური იდეების წახალისება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
მეწარმეობის მიმართ სწრაფად მზარდი ინტერესის პირობებში მნიშვნელოვანია არსებობდეს ლიტერატურა, რომელიც დამწყებ მეწარმეებს სწორ ხედვასა და აზროვნებას ჩამოუყალიბებს და მსოფლიოში წარმატებულ მეთოდოლოგიებსა და პრაქტიკას გააცნობს. „ჯეპრას“ ერთ-ერთი CSR მიმართულებაა განათლების ხელშეწყობა; სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა ცოდნის ერთგვარი ბაზა საუკეთესო ბიზნესლიტერატურის სახით, რომელიც ქართველი მეწარმეებისთვის ქართულ ენაზე იქნებოდა ხელმისაწვდომი.
“თავისუფალი თეატრი” არის ერთადერთი თეატრი, რომელსაც სახელმწიფო არ აფინანსებს და რომელსაც მუდმივად უწევს თანხების ოპტიმალურ ხარჯვაზე ორიენტირება. ამის გამო, ხშირ შემთხვევაში, მაყურებელთან კომუნიკაცია თეატრის ფინანსური პრიორიტეტების მიღმა რჩება, რაც იწვევს თეატრისათვის მნიშვნელოვან პრობლემას – წარმოდგენებზე ახალგაზრდა მაყურებლის სიმცირეს.
“თბილისიმარათონი” – ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” ორგანიზებით იმართება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და ქვეყნის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.