ტერაბანკი

სწორედ ამიტომ უცხო ენების ციფრულმა პლატფორმამ “ლინგვინგმა”, “ტერაბანკის” მხარდაჭერით, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი უფასო ონლაინკურსი შეიმუშავა, რომელიც ტურისტული ბიზნესის მფლობელებს უმოკლეს დროში სასაუბრო ინგლისური ენის გაუმჯობესებაში ეხმარება. კურსი სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებზეა მორგებული და დატვირთულია ისეთი ლექსიკით, რომელიც ტურისტებთან ეფექტური კომუნიკაციისთვისაა აუცილებელი.

ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, “ტერაბანკმა” ქართულ სტარტაპს საკუთარი საკომუნიკაციო არხებიც დაუთმო. “ლინგვინგის” კურსის შესახებ ინფორმაცია `ტერაბანკის~ ფეისბუქის გვერდის დახმარებით, ბანკის კლიენტებთან დაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებისა და საინფორმაციო წერილების მეშვეობით გავრცელდა. `ლინგვინგის~ სარეკლამო ბანერი `ტერაბანკის~ 18 ფილიალის მონიტორებზე ტრიალებს.

აპლიკაციის მეშვეობით უცხო ენის შესწავლა ტურისტული ბიზნესის უკვე 3,000-ზე მეტმა წარმომადგენელმა დაიწყო.

კამპანია დასრულდება ოქტომბრის ბოლოს.