ჯიპიაი ჰოლდინგი

ნებისმიერ მსურველს, რომელიც სარგებლობს `ჯიპიაის~ მობილური აპლიკაციით, შეუძლია ჩაერთოს `ეკოისტის~ პროგრამაში და დაზღვევაში გადახდილი თანხის და/ან სხვადასხვა ეკოქცევის – ვარჯიში, სიარული, წყლის სმა და ა.შ. _ მეშვეობით დააგროვოს ეკომონეტები. ეკომონეტებით შესაძლებელია დაზღვევის შეძენა და განახლება, რაც თავისთავად სადაზღვევო სისტემაში მეტი ადამიანის ჩართვის სერიოზული სტიმულია.

კამპანია ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით მიმდინარეობს; მასში წამყვან როლს ინფლუენსერები – ეკოჯარისკაცები თამაშობენ, რომლებიც იძლევიან მაგალითს და მოუწოდებენ მიმდევრებს გაიმეორონ ეკოქცევა, არ დაავიწყდეთ წყლის დალევა, მივიდნენ სახლამდე ფეხით და ა.შ. შექმნილია Facebook ჯგუფი, სადაც „ეკოისტები“ ერთმანეთს მიღწეულ შედეგებს უზიარებენ; ჯგუფში 3200 წევრია და მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება.

პროექტის პარტნიორებია: სპორტკომპლექსი „ასპრია“, სპორტული მაღაზია „X-treem“, „ქვიქტესტი“ და „სნო“.

ლოიალობის კამპანია 2019 წლის 26 ივნისს დაიწყო და ამ დროისთვის უკვე თვალშისაცემი შედეგები აქვს: გაორმაგდა აპლიკაციის გადმოწერის მაჩვენებლები, მომხმარებელთა მიერ გამომუშავებული ეკომონეტების ჯამმა კი ნახევარ მილიონს გადააჭარბა.