კლიპარტი

 სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, 2018 წლის სექტემბერში შეიქმნა „მედიალაბორატორია“ – პრაქტიკული მეცადინეობის სკოლა, რომლის სამიზნე ჯგუფებია, ერთი მხრივ, პროფესიონალური კადრების მუდმივად მაძიებელი მედიაგამოცემები, მეორე მხრივ კი, ახალგაზრდები, რომელთაც ჟურნალისტიკის სფეროში სურთ კარიერის გაგრძელება.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტებსა და დამწყებ ჟურნალისტებს, მათი კვალიფიკაციის თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, წარმატებული ჟურნალისტები და სხვა მედიასპეციალისტები ყოველკვირეულ მასტერკლასებს უტარებენ. მედიალაბორატორიის მსმენელთათვის შექმნილია სათანადოდ აღჭურვილი სამუშაო გარემო, „კლიპარტი“ კი მათ პრაქტიკული მუშაობისთვის უთმობს საინფორმაციო სივრცეებს. სტუდენტები ყოველდღიურად გადიან სხვადასხვა მოვლენების გასაშუქებლად, აქვთ ლაივჩართვები, ქმნიან მულტიმედია-პროდუქტებს.

ამ დროისათვის მედიალაბორატორიამ 20-მდე ჟურნალისტი მოამზადა; მათგან 6 უკვე მუშაობს „კლიპარტის“ ნიუსრუმში, დანარჩენ წარმატებულ მონაწილეებს სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაუწიეს რეკომენდაცია. „მედიალაბორატორიის“ ყველა კურსდამთავრებულს ეძლევა შემდგომი დასაქმების რეალური შანსი: ახალგაზრდა ჟურნალისტთა მონაცემები და შეფასებები თავს მოიყრის მედიამენეჯერებისთვის ხელმისაწვდომ ერთიან ბაზაში.