ჯინვენტორი

„ჯინვენტორმა” თეატრის მხარდაჭერა ახალგაზრდა თაობასთან სოციალურ მედიაში კომუნიკაციის გაძლიერებითა და ამ გზით თეატრისადმი მათი ინტერესის გაღვივებით დაიწყო. შემუშავდა საკომუნიკაციო გეგმა, რომლის მთავარ ამოცანად განისაზღვრა 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისათვის სოციალური ქსელის მეშვეობით შესატყვისი, საინტერესო და მიმზიდველი ინფორმაციის მიწოდება თეატრის როგორც ძველი, ისე ახალი რეპერტუარის შესახებ.

2019 წლის აპრილიდან დაწყებულმა პროექტმა უკვე გამოიღო გარკვეული შედეგი. თუკი თვეების წინ წარმოდგენებზე მრავლად შეინიშნებოდა ცარიელი სავარძლები, ახლა დარბაზი ნელ-ნელა ახალი სახეებით ივსება. სოციალურ მედიაში აქტიურობის თვალსაზრისით, 15%-ით გაიზარდა 18-დან 24-წლამდე ასაკის ადამიანთა რიცხვი; გარდა ამისა, გაჩნდა 13-დან 17 წლამდე მოზარდების სრულიად ახალი ასაკობრივი სეგმენტი.

პროექტის შემდგომი ეტაპის მიზანია ინოვაციური მიდგომების გამოყენებით “თავისუფალ თეატრში” კიდევ უფრო მეტი მაყურებლის მოზიდვა.