ტერაბანკი

კამპანიის ფარგლებში, „ტერაბანკის“ ფილიალები თბილისსა და რეგიონებში ტურისტული ცენტრების ფუნქციებს ითავსებენ, თანამშრომლებმა კი ტურისტული მრჩევლების როლი და სამკერდე ნიშნები მოირგეს და ფილიალებში შესულ ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობებზე, საინტერესო მარშრუტებსა და კვების ობიექტებზე აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას.

ბანკმა შეარჩია 18 ფილიალი, რომლებიც კამპანიის პერიოდში მოემსახურებოდა მოგ- ზაურობით დაინტერესებულ მომხმარებელს. ამ ფილიალების ფასადებზე განთავსდა „გახდი ტერა მოგზაურის“ ლოგო და წარწერა, ხოლო ვიტრინებსა და ინტერიერებში – სარეკლამო პოსტერები და ათი განსხვავებული ტურისტული მარშრუტის ბროშურა. შეიქმნა ონლაინ პლატფორმა – www.terabankfortravelers.ge, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ობიექტის შესახებ. ასევე შეიქმნა ჯგუფი ფეისბუკში, სადაც ნებისმიერ მოგზაურს შეუძლია საქართველოში მოგზაურობის ფოტოების სხვებისთვის გაზიარება.

კამპანია „გახდი ტერა მოგზაური“ 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება; ტერაბანკის თანამშრომლები დაინტერესებულ ადამიანებს შემოდგომისა და ზამთრის სეზონის განსაკუთრებულ მარშრუტებზეც მოუთხრობენ.

 

„ტერაბანკის" თანამშრომლებს უმთავრესი ღირებულება გვაერთიანებს – ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ მუდმივი ინტერესი და ჩვენ ირგვლივ არსებული რეალობის უკეთესობისკენ შეცვლის სურვილი".