კომპანია „კლიპარტი“ დღეს არის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედიაჰაბი, რომელსაც შესაბამისი მედიაშესყიდვებისა და მედიაგანთავსების რესურსი აქვს. ბოლო 9 წელია კომპანია მხარს უჭერს კერძო სექტორში მოქმედი კომპანიების CSR-პროექტების პოპულარიზაციას, რაც გამოიხატება უფასო ონლაინმედია გაშუქებით და მედიაწარმომადგენლებთან კომუნიკაციის ლობირებით.
„ჰილტონ ბათუმი“ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია _ სასტუმრო, რომელსაც მართავს „ჰილტონ გლობალი“. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მხარდაჭერა, სოციალური ინტეგრაციისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს კომპანიის ESG (Environmental, Social, Governance) მისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის შესაძლებლობების მექანიზმების შეთავაზებას და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
EPAM ცდილობს წაახალისოს ახალგაზრდები, გამოიჩინონ ცნობისმოყვარეობა და მიიღონ სიამოვნება სწავლის პროცესით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კომპიუტერულ პროგრამირებას ეხება.
კომპანია „LTV“ არის რეგიონული მაუწყებელი, რომელსაც აქვს შემეცნებით-გასართობი კონტენტი. სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში კომპანიამ 2023 წელს, მოზარდების ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის საჭირო საკითხების მომცველი ოთხი სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რომლებიც "Schoolfest 2023-ში“ გააერთიანა.
She’s Next Empowered by Visa არის გლობალური კამპანია, რომელიც მხარს უჭერს ბიზნესში ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. კერძო სექტორში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის დახმარებით, VISA ხელს უწყობს თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
„Teqnovation Girls” ის ტექნოლოგიურ-სამეწარმეო მიმართულების, განათლების საერტაშორისო პროგრამა, რომელიც 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგოებს, იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, რაც, მათ სასმომავლოდ ტექმეწარმეებად და ლიდერებად ჩამოაყალიბებს. პროექტის მიზანია, გოგონებს სკოლის პერიოდშივე გაუჩნდეთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ და შეექმნათ ტექნოლოგიური და სამეწარმეო განათლების საფუძვლები, რაც მომავალში უბიძგებთ STEM კარიერის არჩევისკენ.
„ბაზისბანკი“ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია. სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა და მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად სხვადასხვა პროექტის განხორციელება.
კომპანია „დიო“ საქართველოში აწარმოებს მზისგან დამცავ სისტემებს ინტერიერისა და ექსტერიერისთვის, ასევ კარ-ფანჯრებს და საფასადო სისტემებს. კომპანიის მიზანია შექმნას უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და ჰქონდეს ევროპული სტანდარტების მომსახურება. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ გუნდი მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან შედგებოდეს.
ადგილობრივი თემის გაძლიერება და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა არის „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელიც განსაზღვრულია კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიით.
პროექტი „ზრუნვის კედელი“ თეგეტას გამორჩეული პროექტის "Tegeta.Care-ის ფარგლებში უკვე მესამე წელია ხორციელდება. პროექტის იდეა გაჩნდა „თეგეტა ქეარის“ ბენეფიციარებთან პარტნიორობის შედეგად.
პროექტის სამიზნე ჯგუფები სწორედ ამა თუ იმ ორგანიზაციის ბენეფიციარები არიან და მათი იდენტიფიცირება სხვადასხვა პრობლემის გარშემო მომუშავე ორგანიზაციების დახმარებით მოხდა.
2023 წლის მარტში თიბისისა და USAID-ს შორის გაფორმდა ოფიციალური თანამშრომლობა, რომლის მიზანიც არის ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება და ტექკადრების შრომითი ბაზრის გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების შექმნასა და პროფესიონალი კადრების ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
„მთავარი არხის“ მიზანი იყო შეექმნა ისეთი გადაცემა, რომელსაც ექნებოდა სოციალური პასუხისმგებლობა თავისი მაყურებლისა და ზოგადად, ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. გადაცემა „შენი შუადღე“ ხელს უწყობს არაფორმალური განათლების გავრცელებას ისეთ თემებზე, როგორიცაა: შშმპ თემატიკა, ადამიანის უფლებები, უმცირესობების საკითხები და სხვა, ასევე ცნობიერების ამაღლებას, რის შედეგადაც ადამიანები ხდებიან უფრო ტოლერანტულები.
პროექტი „სს „ნიკორა“ – განათლების მხარდამჭერი“ ორი მიმართულებით ხორციელდება: კვების ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მხარდაჭერა და მაღალმთიანი რეგიონების სკოლების დახმარება.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ (შემდგომში - პროექტი) არის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც 2018 წელს დააფუძნა სს „სილქნეტმა“. ფონდის მიზანია დაჭრილი ვეტერანებისა და სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა.
„სქილვილი“ რეგიონში პირველი ონლაინ ნეოუნივერსიტეტია, რომელიც მთლიანად სწავლების ინოვაციურ მეთოდებზეა აწყობილი. ონლაინრეჟიმში სწავლება დამატებითი სარგებელია მათთვის, ვინც დედაქალაქში არ ცხოვრობს და სურვილი აქვს მიიღოს განათლება და დაეუფლოს მომავალ პროფესიას.