ალტე უნივერსიტეტი
„Teqnovation Girls” ის ტექნოლოგიურ-სამეწარმეო მიმართულების, განათლების საერტაშორისო პროგრამა, რომელიც 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგოებს, იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება, რაც, მათ სასმომავლოდ ტექმეწარმეებად და ლიდერებად ჩამოაყალიბებს. პროექტის მიზანია, გოგონებს სკოლის პერიოდშივე გაუჩნდეთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართ და შეექმნათ ტექნოლოგიური და სამეწარმეო განათლების საფუძვლები, რაც მომავალში უბიძგებთ STEM კარიერის არჩევისკენ.
პროგრამა „Teqnovation Girls” საქართველოში ტარდება 2016 წლიდან. 2023 წელს, პროგრამის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახდა ალტე უნივერსიტეტი და პროგრამაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სკოლის 550 მოსწავლე და 150 მოხალისე მენტორი ჩაერთო.
ალტე უნივერისტეტის პროფესორები, მონაწილეებისთვის ატარებდნენ ლექციებსა და სემინარებს. მენტორის დახმარებით, მონაწილეები თავიანთ თემში გამოვლენილი პრობლემების გადასაჭრელად ტექნოლოგიური გზების მოფიქრება, ბიზნესგეგმის მომზადება, მობილური აპლიკაციის პროტოტიპის შექმნა, ხელოვნური ინტელექტის მოდელის გამოყენება და ვიდეოს ჩაწერა, სადაც წარმოადგენდნენ პროექტს.
შაბოლოოდ, შეიქმნა 60 პროექტი, რითაც საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-10 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ფარისა და ცაგერის სკოლების გოგონების გუნდი ევროპის ჩემპიონიც გახდა ჯუნიორების კატეგორიაში.
2023 წელს პროგრამა დასრულდა ტექნოლოგიური ბანაკით, სადაც 200 გოგონა მენტორებთან ერთად მონაწილეობდა.
ალტე უნივერსიტეტმა რეგიონული შეჯიბრისა და ბანაკის მოსაწყობად მნიშვნელოვანი დაფინანსება გამოყო. 10 000 ლარი გაიღო თიბისის ახალგაზრდული განვითარების პროგრამამ, ხოლო თავად პროექტმა მიიღო 5 000 ლარი – გრეის ჰოპერის ჯილდო ქალების ტექნოლოგიური გაძლიერებისთვის. პროექტს მხარი დაუჭირა პროფესიული უნარების სააგენტომ და მათი დახმარებით კოლეჯმა „აისი“ კახეთში ბანაკისთვის სივრცე უფასოდ გამოყო.
საბოლოო კვლევა აჩვენებს, რომ პროექტში მონაწილეთა უმრავლესობა დაინტერესებულია STEM კარიერით. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის შარშანდელი მონაწილეები წელს უკვე მენტორებად და მოხალისეებად მუშაობდნენ. პროექტის მდგრადობასაც სწორედ მოხალისეობრივი სტრუქტურა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა განაპირობებს.
2024 წელს მონაწილეთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს იგეგმება რეგიონული წარმომადგენლობების შექმნაც, რაც კიდევ უფრო გაზრდის პროექტის მასშტაბებს.