ნიკორა
პროექტი „სს „ნიკორა“ – განათლების მხარდამჭერი“ ორი მიმართულებით ხორციელდება: კვების ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მხარდაჭერა და მაღალმთიანი რეგიონების სკოლების დახმარება.
სს „ნიკორა“ კვების პროდუქტების წარმოების ლიდერია ქვეყანაში და ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს სფეროს განვითარებას, კვების ტექნოლოგის პროფესიის პოპულარიზაციას, ტექნოლოგების სპეციალისტებად ჩამოყალიბებას.
საქართველოში გასტრონომიული კულტურა ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქვეყანაში პროფესიონალი ტექნოლოგების ნაკლებობაა. ამ საკითხის გადაჭრის საუკეთესო გზად სწორედ კვების ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტების მხარდაჭერა და მათი მოტივაციის ამაღლებაა მიჩნეული.
შს „ნიკორასა“ და აგრარულ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ყოველწლიურად კვების ტექნოლოგიების პროგრამის 4 წარჩინებული სტუდენტი ხდება სს „ნიკორას“ სტიპენდიატი. პროექტი ასევე ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას, პრაქტიკას, ტექნოლოგიების ლექციების კურსს საწარმოებში. თეორიული ცოდნის პარალელურად, კომპანიის საწარმოებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა და პროდუქციის დამზადების ეტაპების ადგილზე გაცნობა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ სწავლის დასრულებისას, თეორიული ცოდნის პარალელურად, მნიშვნელოვანი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც ჰქონდეთ.
პროექტის მეორე მიმართულებაა მაღალმთიანი რეგიონების სკოლების დახმარების პროგრამა, რომელიც განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და რომლის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე წვდომის ხელშეწყობა, რათა მათი განათლების დონე არ ჩამორჩებოდეს ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების განათლებას.
სს „ნიკორა“ განათლების სამინისტროს დახმარებით ადგენს სკოლების სიას, რომლებიც საჭიროებენ გარკვეულ ტექნიკურ დახმარებას. ხდება კომპიუტერების, ბიბლიოთეკის, I-VIII კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ინვენტარის შეძენა და შერჩეული სკოლებისთვის გადაცემა. 2023 წელს ტექნიკური დახმარება გაეწია ხულოს, წალკის, მესტიის, ჭიათურის, ნინოწმინდის, დუშეთის რაიონის სოფლების სკოლებს. პროექტის საშუალებით მოსწავლეები გაეცნენ არაერთი ცნობილი მწერლის შემოქმედებას. დაეუფლნენ ტექნოლოგიების გამოყენების საფუძვლებს.
პროექტი გრძელდება და დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ორივე მიმართულებით.