LTV
კომპანია „LTV“ არის რეგიონული მაუწყებელი, რომელსაც აქვს შემეცნებით-გასართობი კონტენტი. სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში კომპანიამ 2023 წელს, მოზარდების ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის საჭირო საკითხების მომცველი ოთხი სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა, რომლებიც "Schoolfest 2023-ში“ გააერთიანა. პროექტების მიზანი იყო ხელი შეეწყო მოზარდებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გააქტიურებისთვის, წაეხალისებინა შემეცნებითი აზროვნება, პროფესიული ორიენტაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ა. შ.
ამისათვის კომპანიამ LTV მონაწილეობა მიიღო „USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის“ ფარგლებში გამართულ „სკოლა-ბიზნესის ფორუმში“, რის შედეგადაც შეირჩა 4 სკოლის გამორჩეული პროექტები, კერძოდ: 82-ე სკოლის პროექტი „არქიტექTour”, მე-10 სკოლის პროექტი „არტერია“, 50-ე სკოლის პროექტი „კინოფესტივალი აღბეჭდე ფიქრი“ და 142-ე სკოლის პროექტი „გზა პროგრესული შედეგისკენ“. თანამშრომლობის პროცესში ახალგაზრდებთან ერთად მომზადდა სატელევიზიო ფორმატის 6 გადაცემა, ჩატარდა კინოფესტივალი „აღბეჭდე ფიქრი“ და გაიმართა 7 მასტერკლასი.
პროექტ „Schoolfest 2023-ის“ განხორციელებაში სულ 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო უშუალო მონაწილეობა. მომზადებული გადაცემები დღემდე გადის ტელევიზიით. საკომუნიკაციო საშუალებად აქტიურად იყო გამოყენებული ტელევიზიის სოციალური ქსელები, სადაც განთავსებულ მასალებს დღემდე დიდი გამოხმაურება აქვს. „Schoolfest 2023-ის“ დასრულების შემდეგ ჩატარებული გამოკითხვით, მოზარდებში განვითარდა ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაცია და თანამშრომლობის უნარები, მოქალაქეობრივი აზროვნება, კამერასთან მუშაობა, ლოგიკური აზროვნება, დროის მენეჯმენტი და შემოქმედებითი უნარები.
პროექტი არ იყო ერთჯერადი. კომპანია 2024 წელსაც გეგმავს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობას და მოზარდებს ანაზღაურებად სტაჟირებასაც სთავაზობს.