Visa Inc.

She’s Next Empowered by Visa არის გლობალური კამპანია, რომელიც მხარს უჭერს ბიზნესში ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. კერძო სექტორში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის დახმარებით, VISA  ხელს უწყობს თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას.

საქართველოში She’s Next -ის პარტნიორებს შორის არიან ისეთი გამორჩეული ორგანიზაციები და მედიაპლატფორმები, როგორებიცაა: ბიზნესასოციაცია „ქალები მომავლისთვის“, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, Forbes Woman Georgia, Marketer.ge, „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“.

She’s Next Empowered by Visa საქართველოში შემოვიდა 2020 წელს, ადგილობრივი ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად. მეწარმე ქალებისა და ბიზნესის მფლობელების დამოკიდებულებების, გამოცდილებისა და პრობლემების უკეთ გასაგებად ჩატარდა კვლევა, რომლის შედეგებზე დაყრდნობითაც დაიწყო სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ზუსტად იქნებოდა მორგებული  საქართველოში მოღვაწე ქალი მეწარმეების საჭიროებებზე. ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში, ჯამში, 4 დიდი პროექტი განხორციელდა.

Forbes Woman Georgia-სთან პარტნიორობით შეიქმნა პორტალი VISA She’s Next, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქმიანი ქალების ისტორიები. ეს ისტორიები ქალ მეწარმეებს აჩვენებს გზას, რომელიც She’s Next -ის წარმომადგენლებმა თავიანთი ბიზნესის შესაქმნელად გაიარეს.

VISA-მ და ბიზნესფედერაციამ „ქალები მომავლისთვის“ უმასპინძლა 4 ვებინარს წარმატებული ქალების, ტრენერების, ექსპერტებისა და მოტივაციის გასაზრდელად მოწვეული სპიკერების მონაწილეობით.

ჩატარდა ბიზნესგანვითარების სხვადასხვა მიმართულების 8 მასტერკლასი და ტრენინგი გაიარა 100+ მეწარმე ქალმა. შეირჩა 10 საუკეთესო ბიზნესი, რომლებსაც ჩაუტარდათ დამატებითი ტრენინგები. შედეგად, დაჯილდოვდა 3 ფინალისტი და გამოვლინდა 1 გამარჯვებული.

ბიზნესფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ პარტნიორობით, ქალი მეწარმეებისთვის გამოცხადდა საჯარო ბიზნესკონკურსი. შერჩეულმა მონაწილეებმა გაიარეს უფასო მენტორულ სესიები. კონკურსის გამარჯვებულებს  გადაეცათ ფულადი პრიზები.

ქალების  სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის გასაზრდელად შემუშავდა ახალი ფორმატი – ბიზნესიდეების კონკურსი. 5-დღიანი საგანმანათლებლო სესიების შემდეგ ტოპ 10 მონაწილე ქალმა წარადგინა თავისი ბიზნესიდეა. გამოვლინდა 3 გამარჯვებული და თითოეული მათგანი დაჯილდოვდა 10,000 ლარითა და უფასო საკონსულტაციო სესიით.

ინიციატივის ფარგლებში შემუშავდა She’s Next პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 2,000+ ქალ მეწარმეს. She’s Next პლატფორმა არის ვებგვერდი, აღჭურვილი პროფესიონალური სოციალური ქსელის ფუნქციონალით, რომელიც უსაფრთხო, მეგობრული და, რაც მთავარია, საჭირო სივრცეა ქალი მეწარმეებისათვის. ციფრული პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ქალ მეწარმეებს აკავშირებს ერთმანეთთან და ხელს უწყობს მათ გაერთიანებას, გამოცდილების გაზიარებასა და ბიზნესის საერთაშორისო დონეზე გაფართოებას.