EPAM

EPAM ცდილობს წაახალისოს ახალგაზრდები, გამოიჩინონ ცნობისმოყვარეობა და მიიღონ სიამოვნება სწავლის პროცესით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კომპიუტერულ პროგრამირებას ეხება. EPAM e-KIDS-ი სთავაზობს მოსწავლეებს გაეცნონ პროგრამირების სამყაროს და შეიყვარონ ეს საქმე. პროგრამის მიზანია მისცეს გარკვეული მიმართულება ახალგაზრდების პროფესიულ მისწრაფებებს და მიაწოდოს მათ ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიაში წარმატებული მომავლისთვის.

პროგრამის წამყვანებად მოხალისეობრივ საწყისებზე მუშაობენ EPAM-ის ერთგული თანამშრომლები, რომლებიც ახალგაზრდებს JAVA და SCRATCH პროგრამირებას ასწავლიან. კურსები ტარდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ბავშვთა მრავალფეროვანი ჯგუფის მოზიდვის მიზნით. მშობლებისთვის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად პროგრამა აძლევს მათ შესაძლებლობას აირჩიონ დისტანციური სწავლება.

2023 წელს EPAM e-KIDS-ის კურსებზე, საერთო ჯამში, 58 ბავშვი ჩაირიცხა. მათგან 20 ბავშვმა წარმატებით დაასრულა სწავლა, რაც პროგრამის ეფექტურობაზე მიუთითებს. მიმდინარე კურსებზე ამჟამად 30 ბავშვი სწავლობს.

EPAM-ი მხარს უჭერს სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებსაც, როგორებიცაა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – კონკურსი, რომელიც წარმოაჩენს მასწავლებლის როლს საქართველოში, და პროგრამა „გზა ტექნოლოგიური მომავლისკენ“, რომელიც ეხმარება სკოლის მოსწავლეებს, გაიგონ მეტი IT სფეროში კარიერის დაწყების შესახებ და მიიღონ რჩევები EPAM-ის IT პროფესიონალებისგან.

EPAM-ი განაგრძობს თავისი რესურსებისა და გამოცდილების გამოყენებას საზოგადოების მხარდაჭერისა და ახალგაზრდა თაობისთვის უკეთესი მომავლის შექმნის მიზნით.