ჰილტონ ბათუმი
„ჰილტონ ბათუმი“ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია _ სასტუმრო, რომელსაც მართავს „ჰილტონ გლობალი“. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მხარდაჭერა, სოციალური ინტეგრაციისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს კომპანიის ESG (Environmental, Social, Governance) მისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის შესაძლებლობების მექანიზმების შეთავაზებას და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.
საკონკურსოდ წარმოდგენილია არა პროექტი, არამედ კომპანიის მიდგომა - „ჰილტონში“ დასაქმება და თანაბარი შესაძლებლობების შეთავაზება ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლისათვის. 2023 წელს საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით, კერძოდ, შშმ პირთა დასაქმებისა და „ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი თაობის“ ხელშეწყობისთვის განხორციელდა შემდეგი პროექტები:
- ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომლობით მიმდინარე პროექტის - ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გამოყენება (LINKS) - ფარგლებში, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლთან თანამშრომლობით, სასტუმრომ სტაჟირება შესთავაზა LINKS-ის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც პროექტის დასრულების შემდეგ დასაქმდა სასტუმროში და დღესაც გუნდის აქტიური წევრია. მისთვის და სასტუმროში დასაქმებული სხვა შშმ პირებისთვის შექმნილია სპეციალური, მათთვის ადაპტირებული სამუშაო გარემო.
- აჭარის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეების გადაღებული ფილმის „ჰორიზონტს მიღმა“ გადასაღები სამუშაოების დაფინანსება. ფილმი ეხება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, შშმ ბავშვების განათლების უფლებას, მათი ოჯახების გამოწვევებისა და წარმატების ისტორიებს. ამ პროექტით 2023 წელს სასტუმრომ მიიღო „სკოლის მხარდამჭერი ბიზნესის“ ჯილდო.
„ჰილტონ ბათუმი“ მუდმივად ეხმარება საზოგადოებას ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა დასაქმება, პროფესიული სწავლა-განვითარება, ინკლუზიური გარემოს შექმნა, ახალგაზრდების ხელშეწყობა, სკოლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერა, სოციალური სტატუსის მქონე პირების განათლების დაფინანსება. სოციალური პროექტების ხელშეწყობა-განვითარებისა და სოციალური თუ გარემოზე ზრუნვის ინიციატივების გამო ბრენდი „ჰილტონი“ დასახელდა 2023 წლის საუკეთესო სამუშაო ადგილად მსოფლიოში, „ჰილტონ ბათუმს“ კი ეს სტატუსის 2023 წლიდან 2024 წლის მაისამდე აქვს მინიჭებული.
განსაკუთრებული საჭიროების მქონე 14 დასაქმებული პირი, ასობით სტაჟიორი და დუალური პროფესიული განათლების სტუდენტები - ეს ჩამონათვალი კარგად აჩვენებს, თუ რა გააკეთა „ჰილტონმა“ და კიდევ რამდენის გაკეთება შეიძლება ერთად დგომითა და საზოგადოების მხარდაჭერით.
„პასუხისმგებელი ბიზნესი უბრალოდ გამონათქვამი როდია, ის სტრატეგიული აუცილებლობაა. ჩვენ ვცხოვრობთ ESG პრინციპებით, უბრალოდ იმიტომ, რომ გვჯერა - ეს სწორია. გარემო, სოციალური და მმართველობითი ასპექტები ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ეთიკური ვალდებულებაა, არამედ იმიტომაც, რომ ის ასტიმულირებს ინოვაციური, სანდო და ღირებული ფასეულობების შექმნას ბიზნესში“, – პარკიკ ჯოზეფ ნოთერი, ჰილტონ ბათუმის გენერალური მენეჯერი.