პროექტის ფარგლებში, ბანკმა დაგეგმა დარეგისტრირებული პირველი 50 კლიენტისთვის გადაეცა საჭიროებებზე მორგებული საჩუქრები. სასაჩუქრე პაკეტები აერთიანებდა ისეთ სერვისებს, როგორიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის მომზადება.
OneSoft აქტიურად მუშაობს ბიზნესპროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებასა და კომპანიებისთვის პროგრამული გადაწყვეტების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ამიტომ, Covid-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ, OneSoft-მა გამოთქვა მზადყოფნა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სრულიად უსასყიდლოდ ან 50%-იანი თანადაფინანსებით, შეეთავაზებინა კომპანიებისთვის ერთიანი პროგრამა ERP Standard-ი მენეჯერული და ბუღალტრული აღრიცხვისთვის.
კომპანია თიბისიმ, პროექტით „თიბისი შენთვის“, ბიზნესის ხელშეწყობა დიჯიტალ ტრანსფომაციითა და სესხების გადავადებით გადაწყვიტა. დიჯიტალ ტრანსოფრმაციის მიმართულებით ჩატარდა რამდენიმე აქტივობა, რომელშიც თიბისის ჯგუფის კომპანიები ჩაერთნენ.
ACT-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი _ ვებსაკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ACT-ის გუნდმა COVID-19 პანდემიის გამო მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე შექმნა, რათა მხარი დაუჭიროს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სფეროს – მცირე და საშუალო ბიზნესს. პლატფორმა დღემდე ფუნქციონირებს.კოდის წინადადება - UBG-ის სოციალური პასუხისმგებლობა.
Quickstart-ი ციფრული სააგენტო Quick-ის პლატფორმაა, რომელიც კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეიქმნა. მისი მიზანი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ციფრული ტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის უსასყიდლოდ მიწოდება და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმაში ხელშეწყობაა.
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი აუდიტორულმა კომპანიამ „კრესტონ პაპიაშვილი“ 2020 წლის 20 მარტს დაიწყო - შექმნა ბუღალტერიისა და აუდიტის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სივრცე Kreston Papiashvili Education Space, სადაც ჯგუფის წევრებისათვის საინტერესო საკითხებზე უფასო ვებინარები იმართება
პანდემიის დასაწყისში გამოჩნდა, რომ მცირე ბიზნესის უმრავლესობა არ იყო მზად დისტანციურ სერვისებზე გადასასვლელად და პრობლემა ექმნებოდათ მომხმარებელთან კომუნიკაციისას. ამ გამოწვევების გამკლავებაში დასახმარებლად და სტარტაპების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „ევროპაბეთმა“ ციფრული რეკლამით დაინტერესებულ მცირე ბიზნესს პოპმედიის სარეკლამო სივრცე უფასოდ დაუთმო.
„ეფეს საქართველომ“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, გადაწყვიტა პრიორიტეტები განესაზღვრა და შეძლებისდაგვარად დახმარებოდა პარტნიორი სექტორების წარმომადგენლებს, კერძოდ: სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ პირებს, მუსიკოსებს და საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის მარტში და დღემდე გრძელდება.
„საქართველოს ბანკმა“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნა ონლაინპლატფორმა argacherde.ge. პროექტის მიზანია Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ხელი შეუწყოს ბიზნესსექტორს, დაეხმაროს მას ფინანსური ზიანის შემცირებასა და თანამშორმლების შენარჩუნებაში. გაზარდოს საკუთარი ცნობადობა პოტენციურ მომხმარებლებში და ჰქონდეს მოტივაცია, რომ არ გაჩერდეს.
კრიზისის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში, მიმდინარე წლის აპრილში, ბიზნესის მხარდასაჭერად „ბიდიომ“დაიწყო ნაცნობი თემების ახლებურად დანახვის კამპანია Rethink-ი, რომლის მიზანია სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დაეხმაროს წარმატებით გადაეწყონ ახალ რეალობაში და შეიმუშაონ სწორი ბიზნესსტრატეგიები.
აუდიტორული კომპანია GAC-ის განხორციელებული პროექტის მიზანი იყო ქალი მეწარმეების დახმარება და მათთვის უსასყიდლოდ 1 აპრილამდე წლიური საშემოსავლო დეკლარაციის ვალდებულების წარსადგენად მომზადება. დეკლარაციის წარდგენა სავალდებულოა ყველა მეწარმისთვის. პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის 14 მარტს.