შპს საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC
აუდიტორული კომპანია GAC-ის განხორციელებული პროექტის მიზანი იყო ქალი მეწარმეების დახმარება და მათთვის უსასყიდლოდ 1 აპრილამდე წლიური საშემოსავლო დეკლარაციის ვალდებულების წარსადგენად მომზადება. დეკლარაციის წარდგენა სავალდებულოა ყველა მეწარმისთვის. პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის 14 მარტს და მიმდინარეა.
თებერვალში საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურების შედეგად, ქალთა გაძლიერების პრინციპების (WEPs) ფარგლებში, კომპანიამ 14 მარტს საჯაროდ გამოაცხადა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად მიმდინარე წლის 1 აპრილამდე წლიური საშემოსავლო დეკლარაციის ვალდებულების წარდგენის უსასყიდლო მომსახურების შესახებ. მარტის თვეში ინიციატივას 23 ქალი მეწარმე გამოეხმაურა, რომლებმაც კომპანიისგან უსასყიდლოდ მიიღეს მომსახურება.
პროექტის ფარგლებში, აპრილის შუა რიცხვებიდან კომპანიამ დაიწყო მეორე ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. კომპანია მსურველებს უფასო კონსულტაციას უწევდა, ხოლო მომსახურებაზე 50 % ფასდაკლებას სთავაზობდა. სოციალურ ქსელში შეიქმნა დახურული ჯგუფი - „ქალები ბიზნესის მხარდასაჭერად“, რომელიც დღემდე მოქმედია და ამ გზით კომპანია ცდილობს ყველას გაუწიოს მომსახურება შეღავათიანი ტარიფით. პროექტი მიმდინარეა და გაგრძელდება ქვეყანაში ამ მძიმე პერიოდის დასრულებამდე.