"ტერაბანკი“

„ტერაბანკმა“ Covid-19-ის პანდემიის დაწყებისთანავე ჩაატარა საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა მისი ბიზნესკლიენტების საჭიროებები. პროექტი დაიწყო 2020 წლის 6 ივლისს და დასრულდა 15 ნოემბერს. 

პროექტის ფარგლებში, ბანკმა დაგეგმა დარეგისტრირებული პირველი 50 კლიენტისთვის გადაეცა საჭიროებებზე მორგებული საჩუქრები. სასაჩუქრე პაკეტები აერთიანებდა ისეთ სერვისებს, როგორიცაა ლოგოსა და კორპორაციული სტილის, სოციალური მედიის არხებისა და ვებგვერდის მომზადება. 

შედეგად, „ტერაბანკის“ ბიზნესკლიენტები კრიზისის მეორე ტალღას ციფრულ პლატფორმებსა და კომუნიკაციის ახალ ინსტრუმენტებში უფრო მეტად გათვითცნობიერებულები შეხვდნენ. პროექტის ფარგლებში მომზადდა: 

10 ვებგვერდი ბიზნესკლიენტების საინფორმაციო და ვიზუალური მასალით; 

16 ვებგვერდი ელექტრონული კომერციის მხარდაჭერით, ბიზნესკლიენტების საინფორმაციო და ვიზუალური მასალით; 

25 ბიზნესის ფოტობანკი - პროფესიონალური ფოტოსესია, დამუშავებული ფოტოები სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებში გამოსაყენებლად;

4 ბრენდბუქი და სახელის მოფიქრება ბიზნესკლიენტებისთვის; 

25 ბიზნესკლიენტისთვის სოციალური მედიის მომსახურების გაწევა - ფეისბუქის შექმნა/გამართვა, პოსტების ტექსტისა და ვიზუალის შექმნა, სამომავლო კომუნიკაციის სტრატეგიის განსაზღვრა; 

ბიზნესის 18 წარმომადგენლისთვის ტრენინგების სერია ფეისბუქისა და ციფრული პლატფორმების მართვაზე;

10 სატელევიზიო სიუჟეტი ბიზნესსაქმიანობების შესახებ. 

პროექტი „ტერაბანკმა“ განახორციელა შემდეგ პარტნიორებთან ერთად: საკომუნიკაციო სააგენტო „კრაკენი“, სარეკლამო სააგენტო „ვოთერგანზი“, ონლაინმაღაზია „B2C”, პროფესიონალური ვებგვერდების პლატფორმა  „desk”(desk.ge), Flix Group და პროფესიონალი ფოტოგრაფი.