ეფეს საქართველო - სს "ლომისი“

„ეფეს საქართველომ“, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიამ, გადაწყვიტა პრიორიტეტები განესაზღვრა და შეძლებისდაგვარად დახმარებოდა პარტნიორი სექტორების წარმომადგენლებს, კერძოდ: სარესტორნო ბიზნესში დასაქმებულ პირებს, მუსიკოსებს და საზოგადოების სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფს. პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის მარტში და დღემდე გრძელდება.

ჩატარებული აქტივობების შედეგად, სამუშაოს გარეშე დარჩენილმა 500-მდე ბარმენმა მიიღო ფინანსური დახმარება.  

კომპანიის ბრენდ „ქარვის“ სახელით, 2020 წლის მარტიდან დაიწყო კამპანია „განიქარვე შინ“, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველი არტისტების (მომღერლები, ინსტრუმენტალისტები, დიჯეები) დახმარება-წახალისებას. კამპანიის ფარგლებში, ხმის ჩამწერი სტუდია „ლენო რექორდსთან“ პარტნიორობით, ჩატარდა ონლაინკონცერტების სერია, რომელიც  „ქარვის“ ფეისბუქგვერდის მეშვეობით პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა. 

კომპანიამ სპონსორობა გაუწია ონლაინ „მუსიკალურ გაკვეთილებს“, სახლში მყოფი მუსიკის მოყვარულებისთვის.  

ბრენდ „ქარვის“ გვერდზე,  რადიო „მუტანტის“ დახმარებით, დღემდე გადაიცემა ქართველი დიჯეების სესიები. 

აღნიშნული ინიციატივები კომპანიამ განახორციელა „საქართველოს ბარმენთა ასოციაციასთან“ და ხმის ჩამწერი სტუდია „ლენო რექორდსთან“ თანამშრომლობით.

კამპანიის ფარგლებში ჩატარდა მუსიკალური კონკურსი დამწყები მუსიკოსებისთვის, 10 საუკეთესო ვიდეო გააზიარეს „ქარვის“ სოცმედიის გვერდებზე, დაფინანსდა რეკლამა. სამი გამარჯვებულის პროფესიონალური ჩანაწერისა და ვიდეოკლიპის გაკეთება უზრუნველყო „ქარვამ“.

საერთო ჯამში, კომპანიამ დააფინანსა 50-მდე მუსიკალური თუ საგანმანათლებლო ონლაინღონისძიება.