"თიბისი“

კომპანია თიბისიმ, პროექტით „თიბისი შენთვის“, ბიზნესის ხელშეწყობა დიჯიტალ ტრანსფომაციითა და სესხების გადავადებით გადაწყვიტა. 

დიჯიტალ ტრანსოფრმაციის მიმართულებით ჩატარდა რამდენიმე აქტივობა, რომელშიც თიბისის ჯგუფის კომპანიები ჩაერთნენ. 

  1. 110 კომპანიისათვის დამზადდა ელექტრონული კომერციის ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც მათ შეძლეს ონლაინვაჭრობის დაწყება. 
  1. „ვენდუსთან“ თანამშომლობით გაკეთდა ვაუჩერების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს შეეძლოთ წინასწარ შეეძინათ სასურველი კომპანიის მომსახურება, გადაერიცხათ მათთვის ფული, ხოლო მომსახურებით უკვე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ესარგებლათ. 
  1. 100-მა სტარტაპმა მიიღო „მიმოს“ უფასო სერვისი, რომელიც თიბისის ჯგუფში შემავალი საკურიერო მომსახურებას ითვალისწინებს. 
  1. სადისტრიბუციო კომპანიებს გადაეცათ სპეციალური ბარათი, რომლის მეშვეობითაც, სავაჭრო წერტილებთან ყოველდღიური ანგარიშსწორება შესაძლებელი გახდა ნაღდი ფულის გარეშე. 

„თიბისიმ“ პროექტში ჩართო ჯგუფში შემავალი კომპანიები „ვენდუ“ და „მიმო“. ასევე მოახდინა Iთ-რესურსის მობილიზება. პროექტს მხარს უჭერდა თიბისის კომუნიკაციების განყოფილება, ხოლო „თიბისის“ მარკეტინგული ექსპერტიზის გამოყენებით ხდებოდა პროექტის პრომოცია. ჯამში ამ შეთავაზებით 110-მა კომპანიამ ისარგებლა. 

ამასთან, იმ კომპანიებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ რესტრუქტურიზაცია, გაუგრძელდათ 3 თვით გადავადებული სესხების პერიოდი.