შპს "ბიდიო“

კრიზისის დაწყებიდან სულ რამდენიმე კვირაში, მიმდინარე წლის აპრილში, ბიზნესის მხარდასაჭერად „ბიდიომ“დაიწყო ნაცნობი თემების ახლებურად დანახვის კამპანია Rethink-ი, რომლის მიზანია სხვადასხვა სექტორში მოქმედ, განსხვავებული მასშტაბის კომპანიებს დაეხმაროს წარმატებით გადაეწყონ ახალ რეალობაში და შეიმუშაონ სწორი ბიზნესსტრატეგიები. „ბიდიომ“ საქართველოში ლოკალური ბაზრისთვის კონცეფციის ადაპტირება მოახდინა, შექმნა სპეციალური ვებგვერდი და კომპანიებს შესთავაზა ახალ რეალობაში ლავირების თავისი ხედვა. Rethink-ის კონცეფცია არის 3 ეტაპისგან შემდგარი მოდელი - რეაგირება, მდგრადობა და გარდასახვა - ეს არის ეტაპები, რომლებსაც ყველა კომპანია გაივლის კრიზისიდან გამოსვლისა და ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებისთვის.

კონცეფცია ბიზნესკონსულტანტის ჩართულობის გარეშე, დამოუკიდებლადაც ეხმარება ნებისმიერი ტიპის, ზომის და ინდუსტრიის ბიზნესს შეინარჩუნოს მდგრადობა პანდემიის პირობებში, ახლებურად გააანალიზოს ბიზნესპროცესები, დიჯიტალიზაციის, როგორც ბიზნესსაქმიანობის უწყვეტობის, უსაფრთხოებისა და ანალიზის ფართო შესაძლებლობების აუცილებლობა, მონაცემების დამუშავების მნიშვნელობა და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება. 

Rethink -ის მოდელის გამოყენება შეუძლია ყველას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კომპანია „ბიდიოს“ კლიენტი. ვებგვერდზე თავსდება სექტორული, მზა კვლევები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის - კარგი სახელმძღვანელო არსებული და მომავალი გამოწვევების ზუსტად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დაგეგმვისთვის.