ACT

ACT STRATEGIST-ი არის კვლევისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანია ACT-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი _ ვებსაკონსულტაციო პლატფორმა, რომელიც ACT-ის გუნდმა COVID-19 პანდემიის გამო მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე შექმნა, რათა მხარი დაუჭიროს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად სფეროს – მცირე და საშუალო ბიზნესს. პლატფორმა დღემდე ფუნქციონირებს. 

პროექტი მიზნად ისახავდა მოულოდნელად შექმნილი უპრეცედენტო კრიზისის ფონზე მცირე და საშუალო ბიზნესის პირველადი შოკიდან გამოყვანას. პროექტის მთავარი იდეა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა. სწორედ ამიტომ პროექტის ირგვლივ გაერთიანდნენ მრავალწლიანი სამუშაო და საკონსულტაციო გამოცდილების მქონე პროფესიონალები. პროექტის ფარგლებში ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ საშუალება, სხვადასხვა საკითხზე პროფესიონალებისაგან ონლაინრეჟიმში მიიღონ უფასო საკონსულტაციო მომსახურება. 

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ 2 უფასო საკონსულტაციო საათით მათთვის საჭირო და მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პლატფორმა ასევე იძლევა საშუალებას კომპანიებმა, საჭიროების შემთხვევაში, განაგრძონ კონსულტაციების მიღება შეღავათიანი ტარიფით. 

ვებპლატფორმის შექმნისა და ფუნქციონირებისთვის საჭირო სახსრები ACT-მა გამოყო, ხოლო მოგვიანებით პროექტმა დაფინანსება მოიპოვა საერთაშორისო ორგანიზაცია EBRD-ისგან. 

2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ჩატარებულია 84 კონსულტაცია და პლატფორმა 70-მა კომპანიამ გამოიყენა.