აუდიტორული კომპანია "კრესტონ პაპიაშვილი“
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი აუდიტორულმა კომპანიამ „კრესტონ პაპიაშვილი“ 2020 წლის 20 მარტს დაიწყო - შექმნა ბუღალტერიისა და აუდიტის სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსებისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო სივრცე Kreston Papiashvili Education Space, სადაც ჯგუფის წევრებისათვის საინტერესო საკითხებზე უფასო ვებინარები იმართება. დარგის სპეციალისტების ინეტერსების გათვალისწინებით ხდება ვებინარების თემის შერჩევა და ტრანსლაცია. ვებინარიდან რამდენიმე დღის შემდეგ იმართება ცალკე ჩართვა, სადაც პასუხს სცემენ ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ლაივის განმავლობაში გროვდება და, რაოდენობიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ ეტევა ვებინარის ფორმატში. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით 3700-ზე მეტმა ბუღალტერმა აღრიცხვისა და აუდიტის უფასო ტრენინგკურსი გაიარა.
2020 წლის12 ნოემბერს ამავე ინიციატივის ფარგლებში დაიწყო მეორე მიმართულება, რომელიც უშუალოდ ბიზნესის წარმომადგენლების მხარდაჭერას ეხება. მის ფარგლებში მომზადდა ონლაინკითხვარები, რომელთა გამოყენებითაც დაინტერესებულმა პირებმა მათთვის პრობლემურ საკითხებზე გააგზავნეს კითხვები. ამ კითხვებს პასუხი ონლაინრეჟიმში გასცა კომპანიის მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა. ბიზნესის ონლაინმხარდაჭერის ამ პროექტში 4000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ბენეფიციართა აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს 100%-იან კმაყოფილებას და სურვილს პროექტის გახანგრძლივების შესახებ.
კომპანია „კრესტონ Pპაპიაშვილი“ პროექტსაც და აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალისტების მხარდაჭერასაც მინიმუმ ერთი წლით აგრძელებს.