ევროპაბეთი - Responsible.ge
პანდემიის დასაწყისში გამოჩნდა, რომ მცირე ბიზნესის უმრავლესობა არ იყო მზად დისტანციურ სერვისებზე გადასასვლელად და პრობლემა ექმნებოდათ მომხმარებელთან კომუნიკაციისას. ამ გამოწვევების გამკლავებაში დასახმარებლად და სტარტაპების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „ევროპაბეთმა“ ციფრული რეკლამით დაინტერესებულ მცირე ბიზნესს პოპმედიის სარეკლამო სივრცე უფასოდ დაუთმო.
პროექტი 2020 წლის აპრილში დაიწყო. შერჩეულ 30 მცირე ბიზნესთან მიმდინარეობდა „ევროპაბეთის“ ციფრული მარკეტინგის სპეციალისტთა გუნდის აქტიური თანამშრომლობა. მათი დახმარებით პროგრამაში ჩართულმა ბიზნესებმა სწორად დაგეგმეს კამპანიები. საბოლოოდ, მცირე ბიზნესის რეკლამები მილიონზე მეტჯერ ნახა მომხმარებელმა.
უშუალოდ კამპანიების დაგეგმვა და მართვა სრულად „ევროპაბეთის“ სოციალური მედიის გუნდის დახმარებით მიმდინარეობდა 1.5 თვის განმავლობაში. პროექტების უმრავლესობა დღესაც მოქმედია და განაგრძობს საქმიანობას.
უკუკავშირის მიხედვით, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ პროექტიდან მიღებული მთავარი სარგებელი იყო გამოცდილება, როგორ უნდა დაგეგმონ და განახორციელონ სარეკლამო კამპანია და რა შედეგი შეუძლიათ მიიღონ სწორად დაგეგმილი ციფრული კამპანიისას. ევროპაბეთის პროექტი ბენეფიციარებს დაეხმარა მომხმარებლის რაოდენობის შენარჩუნებასა და გაზრდაში. ზოგ შემთხვევაში ზრდა 20%-საც აღწევდა.