სს "საქართველოს ბანკი“
„საქართველოს ბანკმა“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნა ონლაინპლატფორმა argacherde.ge. პროექტის მიზანია Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის პერიოდში ხელი შეუწყოს ბიზნესსექტორს, დაეხმაროს მას ფინანსური ზიანის შემცირებასა და თანამშორმლების შენარჩუნებაში. გაზარდოს საკუთარი ცნობადობა პოტენციურ მომხმარებლებში და ჰქონდეს მოტივაცია, რომ არ გაჩერდეს.
პროექტის განხორციელება დაიწყო 2020 წლის 1 აპრილს და დღესაც მიმდინარეობს.
ლივინგსტონსა და ექოლაიზთან პარტნიორობით შეიქმნა პლატფორმა argacherde.ge, სადაც დარეგისტრირება ნებისმიერი ტიპის ბიზნესს შეუძლია, იქნება ეს მომსახურების თუ პროდუქტის მწარმოებელი. პლატფორმა მათ საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება მომხმარებელს სპეციალურ ფასად წინასწარ შესთავაზონ. მომხმარებელი კი პლატფორმის საშუალებით შეძლებს სასურველი პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენით საკუთარი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის საქმეში და ასევე ისარგებლოს სპეციალური ფასდაკლებით კორონავირუსის საფრთხის კლებისა და დასრულების შემდგომ.
პროექტი მიმდინარეა და დღეისათვის გარკვეული შედეგებიც აქვს: 120 დარეგისტრირებული ბიზნესი; 1 132 გაყიდული ვაუჩერი; შემოსული თანხა, ჯამში - 154 763.