ანა კუხალეიშვილი 2012 წლიდან მუშაობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, მას შემდეგ რაც იგი გახდა აღმასრულებელი დირექტორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელის ამოცანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა მხარდაჭერაა.
ლევან ფანგანის საქმიანობა მდგრადი განვითარების მიმართულებით კარგადაა ცნობილი და აღიარებულია საქართველოს და კავკასიის რეგიონის აკადემიურ წრეებში.
ნუცა ოთიაშვილი არის კომპანია „ბიას“ დირექტორის მოადგილე, რომელიც მუდმივად არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში და აქტიურად მუშაობს დამწყები ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
ანა ტაკაშვილი ევროსტილს 2020 წლის ბოლოდან შეუერთდა და მალევე დაიმსახურა კოლეგების პატივისცემა. ანასთვის სამსახური მხოლოდ საქმე არაა, ის დიდ სიყვარულს აქსოვს ყველა ამოცანის შესრულებაში და ამ პოზიტივით და სიყვარულით ახერხებს ირგვლივ მყოფი ადამიანების მოტივირებასაც.
„ხშირად გვავიწყდება ის, რაც ადრე ვისწავლეთ, მით უფრო, რომ კომპიუტერული პროგრამები უამრავი წვრილმანისგან შედგება. სწავლების 10 წელზე მეტმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სწავლის უწყვეტობა არის განვითარების გარანტი. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, 2012 წლიდან უამრავი ადამიანი სარგებლობს ჩემი YouTube-არხით. საქართველოში და უმეტესად რეგიონებში რთულია ცოდნის მიღება, ჩემი არხის დახმარებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ვიღებ შეკვეთებს და მადლობის კომენტარებს. ეს ჩემთვისაც დიდი სტიმულია,“– ამბობს გიორგი დათუკიშვილი, „ელექტრონული აკადემიის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
2022 წელს „ლიბერთი ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება სტრატეგიულ მიმართულებად დასახელდა. სწორედ ამიტომ ლიბერთის გუნდს შემოუერთდა თამარ ზაქარიაძე, რომელსაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თამარის აქტიური ჩართულობით და „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით განისაზღვრა CSR-ის პრიორიტეტული მიმართულებები და დაიწყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.