ელექტრონული აკადემია

„ხშირად გვავიწყდება ის, რაც ადრე ვისწავლეთ, მით უფრო, რომ კომპიუტერული პროგრამები უამრავი წვრილმანისგან შედგება. სწავლების 10 წელზე მეტმა გამოცდილებამ მიჩვენა, რომ სწავლის უწყვეტობა არის განვითარების გარანტი. სწორედ ამ მოცემულობიდან გამომდინარე, 2012 წლიდან უამრავი ადამიანი სარგებლობს ჩემი YouTube-არხით. საქართველოში და უმეტესად რეგიონებში რთულია ცოდნის მიღება, ჩემი არხის დახმარებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ვიღებ შეკვეთებს და მადლობის კომენტარებს. ეს ჩემთვისაც დიდი სტიმულია,“– ამბობს გიორგი დათუკიშვილი, „ელექტრონული აკადემიის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

კომპანიის მიზანია საქართველოში მულტიფუნქციური მეთოდების დამკვიდრება, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეებისთვის არასტანდარტული და პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილების გაზიარებას; ისეთი ტიპის ტრენინგმოდულების შემუშავებას, რომელიც პასუხობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს.

პროექტი „უფასო ვიდეოგაკვეთილები“ გიორგი დათუკიშვილის არხზე სხვადასხვა ადამიანის ჩართულობით იქმნება, პირველ რიგში კი იმ ადამიანებისა, რომლებიც თამამად და გაბედულად სვამენ შეკითხვებს წარმოქმნილი ტექნოლოგიური პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსაგვარებლად. გიორგი ყველა კითხვას თავად პასუხობს და იმ შემთხვევაში, თუ დასმული კითხვასთან დაკავშირებით არ აქვთ ვიდეოგაკვეთილი, თანამშრომელთა გუნდი ქმნის იმიტირებულ იდენტურ პრობლემას და დახვეწილი ფორმით, ახალი ამოცანის სახით, მიეწოდება ფართო აუდიტორიას.

ელექტრონულ აკადემიას ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს კომპანიაა Geosoft-ი.