ბია

ნუცა ოთიაშვილი არის კომპანია „ბიას“ დირექტორის მოადგილე, რომელიც მუდმივად არის ჩართული კომპანიის საქმიანობაში და აქტიურად მუშაობს დამწყები ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

პრო ბონოს მიმართულებით ნუცა ჩართული იყო „პოტერიას“ პროექტში, სადაც „ბიამ“ განახორციელა ბაზრის კვლევა, პოტენციური მომხმარებლების ბაზების მომზადება, გაყიდვების არხების განსაზღვრა და სწორი მესიჯების გაგზავნა პოტენციურ მომხმარებლებთან. „პოტერიას“ საჩუქრად გადაეცა „ბიას“ გარკვეული სერვისები.  პრო ბონო წევრებისთვის შეიქმნა სპეციალური შეთავაზება, რომელიც მოიცავს „ბიას“ გამოცდილი გუნდის კონსულტაციას გაყიდვების ბაზრის სფეროში და პოტენციური მომხმარებლებისთვის ინფორმაციაზე წვდომის დაშვებას.

ნუცა „ბიას“ გუნდთან ერთად  მუდმივად მუშაობს ახალი პარტნიორების მოძიებაზე, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება კომპანიას გაზარდოს გაყიდვები, ახალ პარტნიორებს კი  ბიზნესის განვითარების მიმართულებით სწორ კონსულტაციებს უწევს.

ნუცა ოთიაშვილი დაჯილდოებულია „კომპანიის ყველაზე გუნდური თანამშრომლის“ ნომინაციაში.

ნუცა მენეჯერის თანამდებობაზე დაახლოებით 10 წელია მუშაობს და ამ დროის განმავლობაში მუდმივად უწევს საკუთარი და კოლეგების განვითარებაზე ზრუნვა. კარგი ლიდერი კომპანიის წარმატებას ნიშნავს. სწორი კომუნიკაციის უნარი, დაგეგმვისა და განვითარების შესაძლებლობები, პატივისცემა, სიმამაცე, ემოციური ინტელექტი და ინოვაცია მნიშვნელოვანი ლიდერული თვისებებია.

„გაბედულება არის ის, რაც მოტივაციას მაძლევს, ხოლო ინოვაციურობა და ახალი იდეების გენერირება კომპანიის განვითარების ნაწილში ჩემი ყოველდღიური საქმეა“, - აცხადებს ნუცა ოთიაშვილი