ბიმ კუბი

ანა კუხალეიშვილი 2012 წლიდან მუშაობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, მას შემდეგ რაც იგი გახდა აღმასრულებელი დირექტორი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, რომელის ამოცანა შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირთა მხარდაჭერაა. 

2020 წლიდან ანა აქტიურად არის ჩართული „ბიმ კუბში“CSR ინიციატივების დანერგვის მიმართულებით. მისი ინიციატივით კომპანიაგაწევრიანდა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელში. პარალელურად, ანას მონდომებით, „ბიმ კუბი“ ოფიციალურად გახდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი და აქტიურად დაიწყო მუშაობა ანტიდისკრიმინაციულ  და ქალთა გაძლიერების პოლიტიკაზე,სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პრინციპებსა და მექანიზმების დანერგვაზე. ანა მუდმივად მუშაობს კომპანიის თანამშრომელთა დატრენინგებასა და ცნობიერების ამაღლებაზე ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით.

2022 წელს ანა კუხალაშვილმა მოიპოვა ტრენერის სტატუსი CIPE-ისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგზე „გენდერულ ნიადაგზე ძალადობისა და შევიწროების საკითხების პრევენცია და აღმოფხვრა სამშენებლო ინდუსტრიაში“. ამის შემდეგ ჩაატარა არაერთი ტრენინგი კომპანიის შიგნით თუ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიაში. ანა კუხალაშვილმა, გაეროს ორგანიზებით, კომპანია „ბიმ კუბის“ შიდა ორგანიზაციული კულტურის, ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და დისკრიმინაციისა და შევიწროების აღმოფხვრისა და გასაჩივრების მექანიზმების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა ქართული სამშენებლო მასალების სფეროში მომუშავე კომპანიებსა და სხვადასხვა ორგანიზაციას.

ანა აქტიურად უწყობს ხელს ქალთა გაძლიერებას სხვადასხვა სექტორში – მან გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის ორგანიზებით კომპანია „ბიმ კუბის“ სახელით შეარჩია საინტერესო პროექტი და Giving Tuesday-ს ფარგლებში დაეხმარა „ქალთა საინფორმაციო ცენტრს“.

ანა გამოირჩევა ლიდერის თვისებებით, რომელიც სამშენებლო სექტორში დასაქმებულ ქალებს აძლევს მოტივაციას. როგორც ლიდერი ქალი ის არის მუდამ სიახლის შემომტანი და ორიენტირებულია დანერგოს ინოვაციური მიდგომები და ტექნოლოგიები.