„მეიჯერელ საქართველოსთვის“ თანამშრომლების კეთილდღეობა უპირველესი პრიორიტეტია.
ქვეყანაში პროფესიონალური კადრების დეფიციტის გამო „გრიდ ქონსთრაქშენმა“ მიიღო გადაწყვეტილება თავად გაზარდოს კვალიფიციური სპეციალისტები და სამშენებლო სექტორით დაინტერესებულ სტუდენტებს მისცეს სწავლის, განვითარების და სტაბილური დასაქმების შესაძლებლობა.
ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას კომპანია და მთლიანობაში ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სექტორი, მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტია. შესაბამისად, კომპანიის ძირითადი გამოწვევა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვაა.
თანასწორუფლებიანი, ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა, თანამშრომლების მოტივაციასა და განვითარებაზე ზრუნვა და მათთან მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება „ეფეს საქართველოს“ მთავარი პრიორიტეტია.
„თიბისი ბანკის“ “ჯანსაღი სამუშაო გარემოს” კონცეფცია ხელს უწყობს თანამშრომლობას, გუნდურობას და ბანკში დასაქმებული ადამიანებისთვის სამართლიანი, უსაფრთხო, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციისგან თუ ძალადობისგან თავისუფალი სამუშაო გარემოს შექმნას.
ბოლო წლებში „ნექსია თიეი“ მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რის გამოც კომპანიაში გაიზარდა მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე.
საქართველოს შრომის ბაზარი ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას ტექნიკური უნარებისა და განათლების მქონე კადრებზე, რაც ქვეყანაში საწარმოო ბიზნესის შემაფერხებელი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.
პანდემიამ რადიკალურად შეცვალა დასაქმების ბაზარი. დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობამ ადამიანებს საშუალება მისცა სამსახური არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც მოეძებნათ; ამან გააჩინა ახალი კადრების დეფიციტი და გააძლიერა კონკურენცია უკვე არსებულ, გამოცდილ თანამშრომლებში.