ენერგო-პრო ჯორჯია

ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას კომპანია და მთლიანობაში ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სექტორი, მაღალკვალიფიციური კადრების დეფიციტია.  შესაბამისად, კომპანიის ძირითადი გამოწვევა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვაა. 

2022 წელს, მაღალი საფრთხის შემცველი საველე მენეჯერის პოზიციის დაკომპლექტების მიზნით, კომპანიაში შემუშავდა მოკლევადიანი ინოვაციური ტრენინგპროგრამა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა თანამშრომლების ტექნიკური ცოდნის გაღრმავება და მენეჯერული უნარ-ჩვევების გაძლიერება, შემდგომში კი ზემოხსენებულ პოზიციაზე მათი დაწინაურება. გადამზადების პროგრამას ექნება სისტემატური ხასიათი, რაც შეამცირებს შუა რგოლის მენეჯერული პოზიციებისთვის კანდიდატების დეფიციტს. ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 115 თანამშრომელია დაწინაურებული. 

პარალელურად, კომპანიაში შემუშავდა გადამზადების ახალი, ორეტაპიანი პროგრამა კომპანიის აბონენტებთან მომუშავე სატელეფონო სამსახურის თანამშრომლებისთვის.  პროგრამის მეშვეობით მათ გაიუმჯობესეს წერითი კომუნიკაციის, სტრესულ გარემოში მუშაობისა და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარ-ჩვევები. ამ პროგრამით საქართველოს მასშტაბით 145 თანამშრომელი გადამზადდა. 

გარდა ამისა, კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში პერიოდულად მიმდინარეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელი, შიდა და გარე სატრენინგო პროგრამები. 

თანამშრომლებზე ზრუნვის სტრატეგიის ფარგლებში, კომპანიის პერსონალისთვის გათვალისწინებულია ანაზღაურებული შვებულების დამატებითი დღეები, ჯანმრთელობის საბაზისო დაზღვევა, 75%-ით ანაზღაურებული 6-თვიანი დეკრეტული შვებულება, სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა შეღავათები; სისტემატურად ტარდება გასართობი, სპორტული, გუნდის შეკვრაზე ორიენტირებული ღონისძიებები. კვარტალურად, კონკრეტული თანამშრომლების მოტივირების და მათი წვლილის დაფასების მიზნით, კომპანიის ელექტრონულ გამოცემაში, რუბრიკით „გაიცანით თანამშრომელი“, ქვეყნდება სპეციალური რეპორტაჟები.