მეიჯერელ საქართველო
„მეიჯერელ საქართველოსთვის“ თანამშრომლების კეთილდღეობა უპირველესი პრიორიტეტია.
„პროგრამა Feel Good“ თანამშრომელთა განვითარებაში, სწავლებასა და გართობაში ინვესტირებით ხელს უწყობს კომპანიაში პროდუქტიული, შემოქმედებითი და სახალისო სამუშაო გარემოს შექმნას. პროგრამა იყენებს „ქვემოდან ზემოთ“ მიდგომას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი აქტივობები იგეგმება თითოეული თანამშრომლის ინტერესების და საჭიროებების გათვალისწინებით. ასე შეიქმნა სხვადასხვა Feel Good კლუბებიც – მშობელთა, ხელოვნების და მუსიკის მოყვარულთა, ინტელექტუალური თამაშების, წიგნის მოყვარულთა და სხვა კლუბები. კლუბების ბაზაზე მიმდინარეობს მრავალფეროვანი სპორტული, შემოქმედებითი და შემეცნებითი აქტივობები – პილატესი, იოგა, ზუმბა, არტთერაპია, ლაშქრობები, კულინარული მასტერკლასები და მრავალი სხვა.
„Feel Good“ თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას ჩაერთონ საქველმოქმედო და გარემოსდაცვით ინიციატივებში და ამით საზოგადოების კეთილდღეობაში შეიტანონ წვლილი, რაც აძლიერებს მათ ერთიანობას, გუნდურ სულისკვეთებას, დამატებით აზრს და დადებით მუხტს სძენს მათ საქმიანობას. პროგრამა ხელს უწყობს თანასწორ, ინკლუზიურ, მრავალფეროვან სამუშაო სივრცის ჩამოყალიბებას ორგანიზაციის შიგნით, სადაც დაცულია თანამშრობელთა უფლებები და გათვალისწინებულია მათი საჭიროებები.
2022 წელს „პროგრამა Feel Good-ის“ ფარგლებში 100-ზე მეტი აქტივობა განხორციელდა. გამოკითხულ თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილი იყო პროგრამის შედეგებით; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ლოიალობის და თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებლები. პროგრამამ აამაღლა კომპანიის, როგორც კარგი დამსაქმებლის, რეპუტაციაც: 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, „მეიჯერელის“ ვაკანსიების გვერდის ნახვების რიცხვს ნახტომისებრი ზრდა ჰქონდა.
კომპანია მომავალშიც გეგმავს „პროგრამა Feel Good-ის“ გაგრძელებას და გაფართოებას.