„ჯიპიაი“ პირველი სადაზღვევო კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც 2016 წლიდან გააციფრულა დაზღვევა და მომხმარებელს ისეთი პლატფორმები შესთავაზა, საიდანაც დაზღვევის შეძენას და ანაზღაურების მიღებას დისტანციურად, ოფისში მიუსვლელად შეძლებდნენ.
კომპანია „ბიოქიმფარმი“ ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ქმნის და აწარმოებს ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებულ პრეპარატებს. 2020 წლის სექტემბერში, დეკემბრის თვის ჩათვლით, კომპანიამ მომხმარებლებს სპეციალური აქცია შესთავაზა, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპების შემცირებას ისახავდა მიზნად.
თიბისი ბანკის პროექტის დაწყებისთანავე შესაძლებელი გახდა მობაილბანკით სარგებლობა საკომისიოს გარეშე. ასევე გაიზარდა თანხის უკონტაქტო გატანის ლიმიტი, რათა შემცირებულიყო მომხმარებლის შეხება აპარატებთან და ბარათთან. გაერთიანდა ყველა ციფრული შეთავაზება და ერთ სივრცეში _ tbcforyou-ში განთავსდა.
„ლიბერთი ბანკმა“ COVID-19-ის პანდემიის პირობებში მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით პენსიების წინასწარ დარიგების 100 მილიონი ლარის ოდენობის პროგრამა განახორციელა.
„ჰირო“ დასაქმების მაძიებელთა ონლაინპლატფორმაა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთან დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებლებს. პანდემიის დროს კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო კოვიდი 19-ის გამო ბაზარზე შექმნილ რთულ მდგომარეობაში როგორც კომპანიების, ისე სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების მხარდაჭერა.
პანდემიის პერიოდში გადავადების თხოვნით კომპანია ემბისის მომხმარებლების 70%-მა მიმართა და ყველა დაკმაყოფილდა. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ წლიური საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ 1%-ით შემცირდა. ივლისის თვემდე ყველა სესხზე შეჩერდა ვადაგადაცილების საკომისიოს დარიცხვა.
სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის „ლიბერთი გულით“ ფარგლებში, „ლიბერთი ბანკი“ ახორციელებს მასშტაბურ პროექტს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ ბანკის საერთო ღირებულებებს და მზად არიან დაეხმარონ პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
კომპანიამ „კი კი“ მაღალმთიანი სოფლების სკოლებში განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლებში არსებული პრობლემის მოგვარება.