"ჰირო"
„ჰირო“ დასაქმების მაძიებელთა ონლაინპლატფორმაა, რომელიც ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთან დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებლებს. პანდემიის დროს კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომლის მიზანი იყო კოვიდი 19-ის გამო ბაზარზე შექმნილ რთულ მდგომარეობაში როგორც კომპანიების, ისე სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების მხარდაჭერა.
პროექტი დაიწყო 2020 წლის მარტში და ახლაც მიმდინარეობს.
2020 წლის ზაფხულში, მაშინ, როცა კომპანიებს ფინანსური კრიზისი შეექმნათ, „ჰირომ“ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს 3-თვიანი უფასო მომსახურება შესთავაზა, რითაც 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. მომსახურებაში შედიოდა განცხადებების განთავსება საიტზე, ასევე სოციალურ მედიაში გაშუქებაც, რათა უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო განცხადებები დასაქმების მაძიებელთათვის. ასევე, ყველა სტარტაპერი საჩუქრად იღებს 3-თვიან უფასო მომსახურებას. აქცია არ არის ერთჯერადი და ვრცელდება ყველა ახლადრეგისტრირებულ კომპანიაზე.
კრიზისის შედეგად დაზარალებული დასაქმებულებისთვის შეიქმნა სპეციალური ბაზა, რომელიც აერთიანებდა კოვიდის გამო უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს. ბაზა ხელმისაწვდომი იყო პარტნიორი ორგანიზაციებისთვის, რის შედეგადაც დასაქმების მაძიებლებმა იპოვეს სამსახური, ხოლო დამსაქმებლებმა - თანამშრომლები.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა კომპანიამ და დასაქმების 2500-ზე მეტმა მაძიებელმა (დარეგისტრირდნენ დასაქმების მაძიებელთა ბაზაში, შექმნეს და დააგენერირეს CV „ჰიროს“ საიტზე, დაესწრნენ ტრენინგებს და დასაქმდნენ კომპანიის დახმარებით).