"ბიოქიმფარმი"
კომპანია „ბიოქიმფარმი“ ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ქმნის და აწარმოებს ბაქტერიოფაგებზე დაფუძნებულ პრეპარატებს. 2020 წლის სექტემბერში, დეკემბრის თვის ჩათვლით, კომპანიამ მომხმარებლებისათვის სპეციალური აქციის შეთავაზება გადაწყვიტა, რომელიც ვირუსის გავრცელების ტემპების შემცირებას ისახავდა მიზნად.
პანდემიის პირველივე ტალღის პერიოდში საქართველოსა და მსოფლიო ბაზარზე დეფიციტური გახდა ანტიბაქტერიული, ჰიგიენური საშუალებები და მათი საბაზრო ღირებულება რამდენიმე ასეული პროცენტით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, კომპანიამ ჰიგიენური ანტიბაქტერიული საშუალებების საქველმოქმედო დანიშნულებით შექმნა/წარმოება გადაწყვიტა, რომელიც შემდგომში კომპანიის პროდუქციის მომხმარებლებს უფასოდ უნდა გადასცემოდათ. კომპანიამ ჩაატარა გამოკითხვა თავის მომხმარებლებში, თუ რა პროდუქტის მიღება სურდათ საჩუქრად. საჭირო და სასურველ პროდუქტად დასახელდა ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერი. ამ გამოკითხვაზე დაყრდნობით, საკმაოდ მოკლე პერიოდში, საგანგებოდ აქციისათვის, არაკომერციული დანიშნულებით შეიქმნა ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერი, რომელიც შეამოწმა და დაარეგისტრირა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC).
აქცია ოქტომბრის თვიდან მოქმედებს ყველა მსხვილი სააფთიაქო ქსელის აფთიაქებში. ამ აქციით უკვე ისარგებლა და „ფაგიო სპრეის“ შეძენისას ხელის სანიტაიზერით დასაჩუქრდა 25 000-მდე მომხმარებელი. ხელის ანტიბაქტერიული სანიტაიზერები გადაეცა 1000-ზე მეტი მედპერსონალს (ექიმები, პედიატრები, ექთნები, ლაბორატორიის თანამშრომლები) მთელი საქართველოს მასშტაბით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრებს.