"ლიბერთი ბანკი"
„ლიბერთი ბანკმა“ COVID-19-ის პანდემიის პირობებში მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით პენსიების წინასწარ დარიგების 100 მილიონი ლარის ოდენობის პროგრამა განახორციელა.
ამ ინიციატივის ფარგლებში, ბანკის გადაწყვეტილებით, საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამდე მარტის, აპრილისა და მაისის პენსიები ბანკმა, საკუთარი რესურსით, წინასწარ ჩაურიცხა, პირველ რიგში, მაღალი რისკის ჯგუფში შემავალ 70+ მომხმარებლებს, შემდეგ კი, თანმიმდევრულად - 60-დან 70 წლამდე მომხმარებლებს. გარდა ამისა, ბანკმა დანერგა დისტანციური მომსახურების სერვისი - ცენტრში ერთი ზარით კომუნალური გადასახადების გადახდა.
საზოგადოების სწორად ინფორმირებისათვის ტელევიზიით და ონლაინ მედიასაშუალებებით ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გავრცელდა ინფორმაცია ინიციატივის შესახებ. რეგიონებსა და სოფლებში კი ინფორმაცია გაავრცელეს ადგილობრივმა გამგეობებმა. ამ პერიოდში, ბანკში რიგების მოწესრიგებასა და მოსახლეობის ინფორმირებაში ჩართული იყვნენ „ლიბერთის“ თანამშრომლები, ადგილობრივი და წითელი ჯვრის მოხალისეები.
ამ პრეცედენტით შეიცვალა, ზოგადად, პენსიის გაცემის პრინციპები მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეიქმნა სპეციალური საიტი, სადაც შესაძლებელია კონკრეტულ ანგარიშზე პენსიის ჩარიცხვის თარიღის გაგება. ასევე საკუთარი ანგარიშების დისტანციურად და სახლიდან გაუსვლელად მართვა.