სს "ლიბერთი ბანკი“
სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის „ლიბერთი გულით“ ფარგლებში, „ლიბერთი ბანკი“ ახორციელებს მასშტაბურ პროექტს პარტნიორ კომპანიებთან ერთად, რომლებიც იზიარებენ ბანკის საერთო ღირებულებებს და მზად არიან დაეხმარონ პანდემიით გამოწვეული რთული პერიოდის გადალახვაში იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
COVID-19-ის პანდემიის პერიოდში წამყვანმა კომპანიებმა – „ევექსის“ კლინიკების, „ფარმადეპოსა“ და „ნიკორას“ სუპერმარკეტების ქსელმა - გაიზიარეს „ლიბერთის“ ინიციატივა და ერთობლივი ძალისხმევით ასაკოვანი მომხმარებლებისთვის დაგეგმეს და შეიმუშავეს განსაკუთრებული პირობები.
ერთობლივი აქცია, რომელიც 2020 წლის 15 ოქტომბერს დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდა, „ლიბერთის“ სოციალური ბარათის მფლობელებს სთავაზობს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და უპირატესობებს ყოველდღიური საჭიროების 2500-ზე მეტი დასახელების მედიკამენტსა და სხვადასხვა სახის 350-ზე მეტ საკვებ პროდუქტზე მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე 50%-ზე მეტ ფასდაკლებას ლაბორატორიულ და სამედიცინო სერვისებზე. შეღავათები ვრცელდება საქართველოს 6 რეგიონში, „ევექსის“ 33 კლინიკაში, 800-ზე მეტ სამედიცინო სერვისზე.
ერთობლივი პროექტის „გულით მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“ შედეგად, ლიბერთის 1 მილიონამდე მომხმარებელმა მიიღო შეთავაზება, ისარგებლოს განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და სერვისებით მედიკამენტებზე, პროდუქტსა და სამედიცინო მომსახურებაზე.