ცნობილი მხატვრის, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის 130 წლისთავის აღსანიშნავად „თიბისი ბანკმა“, დავით კაკაბაძის ფონდთან პარტნიორობით, მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც 2019 წლის მაისში „თიბისი გალერეაში“ კაკაბაძის მრავალმხრივი შემოქმედების რეტროსპექტული გამოფენით გაიხსნა.
„დიოს“ მიზანია გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს გლობალური შეთანხმების (UNGC) ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვა კომპანიაში, საბაზრო ურთიერთობებსა და საზოგადოებაში.
კომპანია „დიო“ საკმაოდ დიდი ხანია თანამშრომლობს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „პირველ ნაბიჯთან“.
„ვიონი საქართველოს“ სოციალური პასუხისმგებლობის დიდ ნაწილს ციფრული განათლების ხელშეწყობაზე ზრუნვა შეადგენს. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ხანის აკადემიის კომპიუტერული პროგრამირების გაკვეთილების თარგმნა ქართულად.
კომპანია „ბიდიო“ უკვე წლებია თანამშრომლობს სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციასთან. „ბიდიოსათვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: სოციალურად დაუცველი ადამიანების მხარდაჭერა, მათთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კომპანია „ბიდიომ“ 2018 წელს დაიწყო არაფორმალური განათლების ცენტრის მოწყობა ხევსურეთში. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია `სამოქალაქო აქტივობების ცენტრთან (მედიარესურსი mtisambebi.ge)~ თანამშრომლობით.