შპს „ბიდიო“
პროექტის მიზანია ბარისახოს თემის მოზარდებისათვის განათლებისა და განვითარებისათვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობა. პროექტი დაიწყო 2018 წლის დეკემბერში და დღესაც მიმდინარეობს.
არაფორმალური განათლების ცენტრისათვის ფართის გამოსანახად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ბარისახოში მდებარე სხვადასხვა შენობის მესაკუთრე კომპანიებთან გაიმართა ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებები. საბოლოოდ, სამინისტრომ ცენტრისათვის გამოყო 100 მ2 ფართი გრძელვადიანი იჯარით. ხელშეკრულება დაიდება უახლოეს ხანში. ჩატარდება ფართის რემონტი, ცენტრი აღიჭურვება ავეჯით, ტექნიკით, ფილმოთეკითა და ბიბლიოთეკით. ცენტრის გახსნა დაგეგმილია 15 ნოემბრამდე. ამისათვის „ბიდიომ“ გამოყო 11,200 ლარი.
ამოქმედების შემდეგ ცენტრში იგეგმება ტრენინგების, დისკუსიებისა და შეხვედრების გამართვა ახალგაზრდა ლიდერებთან. ასევე, ახალგაზრდებისათვის საინტერესო პროექტების შესამუშავებლად სამუშაო სივრცის დათმობა.
ცენტრის ამოქმედება ხელს შეუწყობს ფშავ-ხევსურეთში მცხოვრები 70 მოზარდის სამოქალაქო განათლებას, სამოქალაქო აქტივობებში ჩაბმასა და დასაქმებას.