ვიონი საქართველო
პროექტი განხორციელდა საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-სთან ერთად, რომლის მიზანია ხელმისაწვდომი გახადოს მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის.
კომპიუტერული პროგრამირების დარგში, რომელიც დღეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, საგანმანათლებლო რესურსების 96% ინგლისურ ენაზეა. ამავდროულად, ქართველი მოსწავლეების 80% ან საერთოდ არ ფლობს ინგლისურ ენას, ან ცუდად ფლობს. ამის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ონლაინრესურსის _ ქართულ ენაზე თარგმნილიყო ხანის აკადემიის კომპიუტერული პროგრამირების უფასო გაკვეთილები.
Educare Georgia არაერთი წელია თარგმნის ხანის აკადემიის რესურსებს და ჰყავს გუნდი, რომელიც ამ საქმიანობას შესანიშნავად ართმევს თავს. „ვიონმა“ კი პლატფორმის აქტიური პოპულარიზაცია და გაშუქება უზრუნველყო.
პროექტი 2019 წლის მაისში დასრულდა; ითარგმნა JS, HTML/CSS, SQL -ის 164 ვიდეოგაკვეთილი. მაისიდან დღემდე გაკვეთილებს ჰყავდა 9,676 მომხმარებელი, აქედან 61% _ მუდმივი, რაც პროექტისადმი საკმაოდ მაღალი ინტერესის მაჩვენებელია.