დიო

2017 წელს „დიომ“ ცენტრის შენობა მთლიანად აღჭურვა ფარდა-ჟალუზებით; ამ ინფრასტრუქტურული პროექტის შემდეგ „დიო“ გადავიდა გრძელვადიან თანამშრომლობაზე და უკვე მესამე წელია, რაც მუდმივად ეხმარება „პირველ ნაბიჯს“ სტიპენდიებით.

„პირველ ნაბიჯში“ „დიოს“ ჰყავს სტიპენდიატი, სახელად ცოტნე, რომელსაც ყოველთვიურად ურიცხავს გაკვეთილებისა და ვარჯიშების საფასურს. შედეგად, ბავშვს უკვე შეუძლია მარტივი რუტინული საქმეების დამოუკიდებლად შესრულება. „პირველი ნაბიჯის“ წარმომადგენლები რეგულარულად აგზავნიან „დიოში“ ცოტნეს მიერ ათვისებული ახალი უნარების ამსახველ ანგარიშებს.

გარდა პირველი ნაბიჯისა, „დიო“ თანამშრომლობს პალიატიური მზრუნველობის ცენტრთან „ციცინათელების ქვეყანა“, რომელიც 2017 წელს მთლიანად აღჭურვა კარ-ფანჯრებით და ფარდა-ჟალუზებით და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს ამ ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-გაყიდვებში.

„დიოსთვის“ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა ბენეფიციარებთან, რადგან მიაჩნია, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მათი მდგრადი განვითარების მიღწევა.