დიო

ქალთა გაძლიერების პრინციპების დანერგვის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს 2018 წელს, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ტექნიკური მხარდაჭერით და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

ჯერ არ დასრულებულა სამოქმედო გეგმის ყველა ღონისძიება, მაგრამ გარკვეული შედეგები უკვე არსებობს: კომპანიის ხელმძღვანელობამ საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით; კომპანიის შიდა პოლიტიკაში გაიწერა ანტიდისკრიმინაციული და სექსუალურ შევიწროებასთან ბრძოლის მექანიზმები; თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგი გენდერული სტერეოტიპების თემაზე; დაიწყო ქალების ე.წ. არატრადიციულ პოზიციებზე დასაქმება; ხელმძღვანელ პოზიციებზე დაწინაურებისას, სხვა თანაბარ პირობებში, უპირატესობა მიენიჭათ ქალ თანამშრომლებს. დაინიშნა სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამშრომელი.

2019 წლის მონაცემებით, ქალთა პროცენტულმა წილმა ხელმძღვანელ პოზიციებზე 49%-ს მიაღწია. საკადრო ცვლილებებმა გაზარდა გაყიდვები და თანამშრომელთა მოტივაცია. კომპანიაში ქალები თავს უფრო დაცულად გრძნობენ, ხოლო ვაკანსიების გამოცხადებისას იმატა ქალი კანდიდატების რიცხვმა.