პროექტის მიზანია კომპანიის თანამშრომლების დამოკიდებულებებისა და განწყობების შეცვლა და კომპანიაში ჯანსაღი სამუშაო გარემოს და ღირსეული შრომის პირობების შექმნა.პროექტი დაიწყო 2018 წელს და დღესაც მიმდინარეობს.
"გრინვეი საქართველოს“ დასაქმების პროგრამა – „თანაბარი შესაძლებლობები გრინვეიში,“ სპეციალურად ქალთა გასაძლიერებლად შეიქმნა. ქალები ნაკლებად ინტერესდებიან ავტოინდუსტრიით და კერძოდ, ტექინსპექტირების სფეროთი, სწორედ ამიტომ გრინვეიმ მიზნად დაისახა მეტ ქალს დაანახოს მათი შესაძლებლობები ამ პროფესიაში.
მენტორინგის პროგრამის მიზანია ახალბედა თანამშრომლების გადამზადება, რათა გამოცდილი კოლეგების დახმარებით მათ მიეცეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის, პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და კარიერული წინსვლის საშუალება. პროგრამა მორგებულია ქალებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ პრობლემურ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღება და რიგი გამოწვევების წინაშე დგანან.
შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კომპანია „დიომ“ გადაწყვიტა „ნულოვანი ინციდენტის“ პოლიტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს შესაძლო საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირებისა და შეფასების გზით მათი ალბათობის შემცირებას, ხოლო თუ მოხდება, გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანას.
პროექტის მიზანია თანამშრომლების მხარდაჭერა მათი იდეების, ბიზნეს საქმიანობის რეალიზების მიმართულებით. პროექტი დაიწყო 2019 წელს.
სტარტაპის წამოწყება რთული პროცესია და დიდ დროს მოითხოვს, ამიტომ ხშირად სამსახური ბიზნესის წამოწყების ხელშემშლელი ფაქტორი ხდება.
„სტარტაპ დეკრეტი“ საგანგებოდ თიბისის თანამშრომლებისთვის შექმნილი ინოვაციური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის შიგნით მეწარმეობის წახალისებას.
“ლილო მოლის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გამოხმაურებოდა 2019 წლის ივლისში დაწყებულ კამპანიას „გაატარე ზაფხული საქართველოში“ და დახმარებოდა აჭარის რეგიონის რომელიმე საოჯახო სასტუმროს, რომელსაც იმ დროისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ექნებოდა.
პროექტის მიზანია კომპანიის თანამშრომლებისათვის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და სტრესის მოსახსნელად სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, ასევე ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მაქსიმალური ჩართულობა ბიზნეს პროცესებში. პროექტი დაიწყო 2018 წელს და დღესაც მიმდინარეობს.
„ჯიპიაისთვის“ მნიშვნელოვანია ჰყავდეს ლოიალური თანამშრომლები, რომელთათვისაც საამაყოა კომპანიაში მუშაობა, აქვთ მისადმი მიკუთვნების, გუნდურობის და ერთიანობის გრძნობა. ამ მიზნით კომპანია მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას; ამჯერად გადაწყდა ისეთი მასშტაბური პროექტის დაგეგმვა, რომელშიც კომპანიის ყველა რგოლი ჩაერთვებოდა და ერთი მიზნისთვის იმოქმედებდა.
"ჰილტონის“ 2017 წელს წამოწყებული ინიციატივა Thrive@Hilton მიზნად ისახავს კომპანიის თანამშრომლებისთვის ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც ეხმარება სტრესის დაძლევას, ზრდის შრომის პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.