მეიჯერელ საქართველო

ბიზნესისა და მომსახურების სფეროში მომუშავე თანამშრომელთა სწრაფ ზრდასთან ერთად გამოიკვეთა პრობლემა, კერძოდ, მომხმარებლებთან მუდმივი ურთიერთობა უკავშირდება სტრესს, რაც ნეგატიურად აისახება თანამშრომელთა განწყობაზე, სამუშაო პროცესსა და, საბოლოოდ, შედეგებზე. პრობლემამ თავისთავად გამოკვეთა ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ჩართულობის საჭიროება ბიზნეს პროცესებსა და თანამშრომელთა სამუშაო გარემოში. 2018 წელს კომპანიაში ჩატარდა თანამშრომელთა საჭიროებების კვლევა და შემუშავდა რეკომენდაციები. დაიწყეს თანამშრომელთა კმაყოფილების დონის გაზომვა და დაინერგა HR-ბიზნეს პარტნიორის პრაქტიკა, რაც გულისხმობს მუდმივ რეჟიმში კადრების საჭიროებების კვლევას და მიღებული შედეგების გათვალისწინებით სამუშაო პროცესების, სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისთვის სპეციალური აქტივობების შემუშავება/განხორციელებას.

პროექტის ფარგლებში, იმისათვის, რომ თანამშრომელთა სამუშაო გარემო უფრო სახალისო და დადებითი გამხდარიყო, თანამშრომელთა მონაწილეობით ჩატარდა სახალისო აქტივობები:

  • გაიმართა კინო ჩვენება;
  • ყოველკვირეული გამასპინძლება ოფისში ხილითა და ნაყინით;
  • დღესასწაულებზე თემატური მორთულობა და აქტივობები;
  • ღონისძიება `იზრუნე გარემოზე~;
  • სამაგიდო ჩოგბურთის ჩემპიონატი და სხვა.

განხორციელებული აქტივობების შედეგად მოხდა კომპანიის თანამშრომელთა მოტივაციის გაზრდა, რაც აისახა მიღებულ შედეგებზე – 2019 წელს კომპანიის ტექნიკური დახმარების პროექტმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

კომპანიამ თავი დაიმკვიდრა, როგორც სანდო დამსაქმებელმა, რამაც განაპირობა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა.

პროექტი გრძელვადიანია და მიმართულია თანამშრომლების სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისაკენ. უკვე დაგეგმილია მომავალი წლის პროექტი Employee Road Map, რომელიც დაეხმარება თანამშრომლებს კომპანიის მიერ შეთავაზებული განვითარების საშუალებებისა და გზების უკეთ დანახვაში.