ეისითი

კომპანიაში, ძირითადი თანამშრომლების გარდა, 400-მდე სხვადასხვა პროფესიის, ინტერესებისა და ასაკობრივი კატეგორიის პროექტებში დასაქმებული თანამშრომელია, რომელთა მოტივაციის ასამაღლებლად გაჩნდა ახალი პროექტის იდეა. პირველ ეტაპზე შეირჩა ქოლ-ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომლის (ნინო მდინარაძის) დამატებითი საქმიანობა _ მინაზე ხატვა, რომელიც `სანიარტის~ სახელითაა ცნობილი და რომელსაც გარკვეული სირთულეები აქვს პროდუქციის რეალიზების მხრივ.

მარკეტინგის თანამშრომლებმა შეისწავლეს `სანიარტის~ საქმიანობა და მის წინაშე არსებული სირთულეები, რის შემდეგაც შემდეგი ქმედებები განხორციელდა:

  • შემუშავდა მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგია;
  • გადაიღეს ხელნაკეთი ნივთების პროფესიონალური დონის ფოტოები;
  • დაიხვეწა ბრენდირება და გამოფენისათვის დაიბეჭდა ბრენდირებული სახელები;
  • ეისითის ოფისში მოეწყო პერსონალური გამოფენა-გაყიდვა;
  • პროდუქციის პოზიციონირებისათვის განისაზღვრა, რომ პროდუქტზე მითითებული უნდა იყოს შემდეგი მახასიათებლები: ხელნაკეთი, დამზადებულია საქართველოში, იყიდება ონლაინ.

ამას გარდა, ეისითის გუნდმა შეადგინა იმ დამატებითი პროდუქტების ჩამონათვალი, რომელთა წარმოებითაც `სანიარტის~ პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახდება. ესენია: სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ნიშნები, სუვენირები, ჭურჭელი ინდივიდუალური დიზაინით, ხელნაკეთი ნათურები, ჩარჩოები, მოხატული ჭიქები, ზარდახშები (ანგარიშის მისატანად კაფეებში), ყვავილის ქოთნები, ჭიქის სადგამები, სახლის დეკორაციები, მოხატული ხის სათამაშოები და სხვა.

პროდუქტების მაღალი ხარისხის ფოტოები, სწორი მარკეტინგული სტრატეგია და ონლაინგაყიდვების სისტემა ხელს შეუწყობს `სანიარტს წარმოებული პროდუქციის რეალიზებაში.