ლილო მოლი

ამ კრიტერიუმით, გონიოში შეირჩა საოჯახო სასტუმრო „ვაით რუმი“, რომლის ნომრების 80% ივლისი-აგვისტოს პერიოდში გაქირავებული არ იყო და ამის გამო სასტუმრო ვეღარ ახერხებდა კომუნალური ხარჯების დაფარვას. პარალელურად, `ლილო მოლში~ შეარჩიეს დაბალანაზღაურებადი 20 თანამშრომელი, რომლებსაც არ ჰქონდათ ქალაქგარეთ დასვენების ფინანსური შესაძლებლობა და დამსაქმებელმა მათ აღნიშნულ  საოჯახო სასტუმროში ოჯახის წევრებთან ერთადდასვენება დაუფინანსა.

პროექტის შედეგად,  სასტუმრო 2 კვირის განმავლობაში 80%-ით შეივსო, რითაც, ერთი მხრივ, მოგვარდა მისი ფინანსური პრობლემები, მეორე მხრივ კი, `ლილო მოლის~ 20-მა თანამშრომელმა შეძლო შავი ზღვის სანაპიროზე ოჯახთან ერთად დასვენება.

პროექტის დასრულების შემდეგ მომზადდა საინფორმაციო ვიდეო, რომელიც გავრცელდა `ლილო მოლის~ ფეისბუკის გვერდით. ვიდეოს ჰყავდა 220,000 მნახველი, რამაც, თავის მხრივ, ხელი შეუწყო  სასტუმროს პოპულარიზაციას პოტენციურ დამსვენებლებში. თანამშრომლებისა და საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებიდან გამომდინარე, `ლილო მოლი~ მომავალშიც გეგმავს ანალოგიური პროექტების განხორციელებას.