„თიბისიში“ დასაქმებულ ადამიანებს ბანკი აძლევს საშუალებას საკუთარი ინოვაციური ბიზნესიდეების განსახორციელებლად 6-თვიანი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლონ. ამისთვის წელიწადში ორჯერ გამოცხადდება კონკურსი, სადაც თანამშრომლები შეძლებენ განაცხადის შეტანას და დამოუკიდებელი ჟიურის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, „დეკრეტის“ გამოყენებას.
პროექტში მონაწილეობის პირობებია „თიბისიში“ მუშაობის მინიმუმ 18-თვიანი გამოცდილდება და ბიზნესიდეის ინოვაციურობა ქართული ბაზრისთვის. „დეკრეტის“ გამოყენების შემდეგ თანამშრომელს შეუძლია დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს ან სრული დატვირთვით დარჩეს საკუთარ ბიზნესში.
2019 წლის 10 ივნისს გამოცხადდა განაცხადების მიღების პირველი ნაკადი; 24-მა თიბისელმა უკვე წარადგინა საკუთარი ბიზნესიდეა.
პროექტის შედეგად იმ თიბისელებს, რომლებიც ხელფასის დათმობის შიშით ვერ რისკავდნენ ახალ იდეაზე მუშაობას, ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ ბიზნესის ავტორები და მომავალში თავად გახდნენ დამსაქმებლები.
მსოფლიოს მასშტაბით, კერძო სექტორში, პროექტის ანალოგი არ არსებობს.