ნექსია თიეი

2018 წელს კომპანიის მენეჯმენტმა მიზნად დაისახა თანამშრომლებთან მიმართებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეტანა. იმისათვის, რომ ცვლილებებს რეალური შედეგები მოეტანა, მოწვეული ექსპერტის დახმარებით ჩატარდა შრომითი კმაყოფილების, ჩართულობისა და ლოიალობის ანონიმური კვლევა (რაოდენობრივი და თვისებრივი).კვლევის პროცესში ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ზოგადი განწყობა, ორგანიზაციის ღირებულებები, კორპორაციული კულტურა და კომუნიკაციები, თანამშრომლის როლი, სამუშაო გარემო და ურთიერთობები ხელმძღვანელობასთან, სამუშაო და ოჯახი, ტრენინგი და განვითარება, ანაზღაურება და ბენეფიტები და სხვა.Kკვლევის შედეგად გამოვლინდა პრობლემური საკითხები, რაც საფუძვლად დაედო სამოქმედო გეგმას. პროექტის ფარგლებში:

  • კომპანია გადავიდა თანამედროვე ბიზნესცენტრში და აღმოიფხვრა ტექნიკური პრობლემები;
  • დაინერგა ანაზღაურებისა და საბონუსე სისტემის შეფასების ახალი მექანიზმები;
  • პროფესიული განვითარებისთვის შემუშავდა ტრენინგპროგრამები, სამუშაო სახელმძღვანელოები და გაიდლაინები, შეიქმნა თანამშრომლის სახელმძღვანელო;
  • შემუშავდა დამატებითი ტრენინგკურსები თანამშრომელთა უნარების განვითარებისათვის;
  • დაიგეგმა სპორტული და ინტელექტუალური აქტივობები თანამშრომელთა გუნდურობისა და მოტივაციის ასამაღლებლად;

განხორციელებული საქმიანობების შედეგად, კომპანიაში ჩამოყალიბდა ჯანსაღი სამუშაო გარემო და პირობები, შრომითი ურთიერთობის პროცესში დასაქმებულებთან დაკავშირებული საკითხები და მიდგომები გახდა გამჭვირვალე და სისტემური. გაიზარდა კომპანიის იმიჯი, თანამშრომელთა ჩართულობა, ლოიალობა და სოციალური პასუხისმგებლობა. შედეგად, ბოლო წლებში კომპანიიდან თანამშრომელთა გადინების მაჩვენებელი 10%-ით შემცირდა.